იცით თუ არა, რომ ... El Derbi madrileño

წლების მანძილზე მადრიდულ დერბის ხიბლი დაკარგული ჰქონდა, რამეთუ სამეფო კლუბი წლების განმავლობაში იოლად ახერხებდა თანაქალაქელის დამარცხებას. მას შემდეგ, რაც დიეგო სიმეონეს დამოძღვრილმა გუნდმა აღზევება განიცადა, დერბის ის ელფერი დაუბრუნდა, როგორიც ჰქონდა. დღეს, მორიგი, რიგით 205-ე დაპირისპირება შედგება მადრიდულ გრანდებს შორის. სტატიაში გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას El Derbi madrileño-ს შესახებ...


* მადრიდში "ატლეტიკოს" უფრო მეტი ქომაგი ჰყავს ვიდრე "რეალს", რადგან "როხიბლანკოს" გულშემატკივართა უდიდეს ნაწილს მუშათა კლასი წარმოადგენდა დაარსების დღიდანვე. "რეალი" კი გენერალ ფრანკოს რჩეული კლუბი იყო და მას ხშირად სამთავრობო გუნდსაც ეძახდნენ და მაინცდამაინც სამხრეთ მადრიდში(სადაც "ატლეტიკო" დაარსდა) არ უყვარდათ.

* მადრიდის "რეალს" "ლა ლიგის" ყველა სეზონში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო "ატლეტიკოს" 6 სეზონის განმავლობაში ესპანეთის რიგით მეორე დივიზიონში მოუწია ასპარეზობა.

* "ლა ლიგაში" პირველი დერბი 1929 წლის 24 თებერვალს შედგა. მაშინ "რეალმა" 2-1 სძლია მეტოქეს. სამეფო კლუბიდან ტრიანამ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი საპასუხო გოლი მარინმა გაიტანა. უკანასკნელი დაპირისპირება აღნიშნული ტურნირის ეგიდით კი 2014 წლის 2 მარტს შედგა. შეხვედრა "კალდერონზე" ფრედ 2-2 დასრულდა. "ბლანკოსიდან" თავი ბენზემამ და რონალდომ გამოიჩინეს, ხოლო "როხიბლანკოდან" გაბიმ და კოკემ.

* ჯამში "ლა ლიგაში" მადრიდული დერბი 154-ჯერ შედგა. აქედან 85-ჯერ "რეალმა" იმარჯვა, 33 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 36-ჯერ "ატლეტიკომ" მოიგო. ბურთების შეფარდება კი 275-204-ზეა სამეფო კლუბის სასარგებლოდ.

* 85 წლიანი დაპირისპირების ისტორიაში, "ლა ლიგაში" მხოლოდ 5 სეზონში დაფიქსირდა ორივე მატჩის შედეგი - ფრე - 1957/58, 1967/68, 1978/79, 1997/98, 2006/07 წლებში.

* ყველაზე დიდი ანგარიში, რითაც გუნდებს ერთმანეთი დაუმარცხებიათ 5-0 გახლავთ. ეს შედეგი სამჯერ დაფიქსირდა - 1947/48 - "ატელტიკო" 5-0 "რეალი" (ხუანკოსა (2), კამპოსი, ესკუდერო, ვიდალი) , 1958/59 - "რეალი" 5-0 "ატელტიკო" (რაიმონდ კოპა(2), ხოსეიტო, ხენტო, ფუშქაში), 1983/84 - "რეალი" 5-0 "ატლეტიკო" (მეტგოდი, ხუანიტო, სანტილანა, შტილიკე, ანხელი).

* ყველაზე უხვგოლიანი დერბი 1950 წლის 12 ნოემბერს შედგა. მაშინ "ატლეტიკომ" გასვლით მატჩში 6-3 იმარჯვა. "რეალის" მხრიდან თავი პაჰინიომ, მოლოუნიმ და მაკალამ გამოიჩინეს, ხოლო "ატლეტიკოდან" ბარეკმა(2), კარლსონმა, მუგიკამ, პაიამ და ესკუდერომ გაიტანეს.

* 204 მატჩიან დაპირისპირებაში მხოლოდ 7 შეხვედრა დასრულდა გატანილი გოლების გარეშე.

* "კოპა დელ რეიზე" გუნდები 40-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან 17-ში "რეალმა" იმარჯვა, 10-ში "ატლეტიკომ", ხოლო 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა. გატანილი გოლების მაჩვენებელი კი 55-41-ზე გახლავთ სამეფო კლუბის სასრგებლოდ.

* "კოპა დელ რეის" ფინალში მადრიდული დერბი 5-ჯერ შედგა - 1959/60 - "ატელტიკო" 3-1 "რეალი", 1960/61 - "ატლეტიკო" 3-2 "რეალი", 1974/75 - "რეალი" 4-3 "ატელტიკო", 1991/92 - "ატლეტიკო" 2-0 "რეალი", 2012/13 - "რეალი" 1-2 "ატლეტიკო".

* ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა "კოპა დელ რეიზე" 1949/50 წლების სეზონში შედგა. მაშინ "რეალმა" მეტოქე 6-3 დაამარცხა.

* ესპანეთის სუპერთასზე მადრიდული დერბი პირველად წელს შედგა. ორ მატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული "ატლეტიკო" გამოვიდა. "ბერნაბეუზე" შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, ხოლო "კალდერონზე" "როხიბლანკომ" 1-0 იმარჯვა.

* ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული დერბი სულ ოთხეჯერ შედგა. სამჯერ 1958/59 წლებში და ერთიც გასული სეზონის ფინალში. 1958/59 წლებში ორჯერ "რეალმა" ერთიდაიგივე ანგარიშით 2-1 იმარჯვა,ხოლო ერთხელ "ატლეტიკომ" 1-0 მოიგო. რაც შეეხება ფინალს. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში "რეალმა" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მეათედ დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ტიტულს.

* 204 მატჩიან დაპირისპირებაში 106-ჯერ "რეალმა" იმარჯვა, 50-ჯერ "ატლეტიკომ", ხოლო 48 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება კი 348-258-ზეა სამეფო კლუბის სასრგებლოდ.

* სულ 17 ფეხბურთელია, რომელსაც როგორც "რეალის", ასევე "ატელტიკოს" მაისური მოურგია: ლუის არაგონესი, როდრიგო ფაბრი, პედრო ხარო, პაბლო გარსია, მიქელ სოლერი, ხუან ედუარდო ესნაიდერი, ხოსე გარსია კალვო, ხუანიტო, რამონ გროსო, ხოსე მანუელ ხურადო, ფრანცისკო ლორენტე, სებასტიან ლოსადა, ხოსე ანტონიო რეიესი, უგო სანჩესი, ბერნდ შუსტერი, სანტიაგო სოლარი, ხუანფრანი. dle 10.1

  • wishmaster
  • 13 სექტემბერი 2014
  • 3273
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (86)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)