ბეილი : "შარშანდელი ტრიუმფი უკვე დავიწყებულია"

გარეთ ბეილმა ჟურნალისტებთან ვრცელი ინტევიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, უელსელმა ფეხბურთელმა ყურადრება საკუთარ სათამაშო ფორმაზე გაამახვილა და ასევე განაცხადა, რომ "ლა დესიმა" ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა უკვე დავიწყებას მიეცა და კლუბი ტიტულების მოგებაზე ფიქრობს...


"მე საკუთარი სტილი მაქვს, რომლის დემონსტრირებასაც მოედანზე ვახდენ და დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ხალხისთვის ეს მისაღებია. არ ვთვლი, რომ ვინმესთვის რამე მაქვს დასამტკიცებელი, მოედანზე გავდივარ და 100%-ით ვიხარჯები, იგივე სიტუაცია მქონდა ინგლისში თამაშის დროსაც."

"შარშანდელი სეზონი ნამდვილად წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან კლუბმა 12 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის აღმართვა შეძლო. მთელი წლის მანზილზე უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეს გვიწევდა ასპარეზობა, რადგან თავს ვალდებულად ვთვლიდით გულშემატკივართა წინაშე. "ბლანკოსს" ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოეგო. საბედნიეროდ გაგვიმართლა და შრომა დაგვიფასდა."

"როდესაც მადრიდში მოვედი სამეფო თასის მნიშვნელობაც ამიხსნენ, ესპანეთში Copa-ს გამარჯვებული უძლიერეს კლუბად ითვლება. მოხარული ვარ, რომ "ბარსელონასთან" ფინალში წარმატებას მივაღწიეთ და გუნდის დახმარება გატანილი გოლით მოვახერხე."

"მადრიდის "რეალის" მოთამაშეობა არც ისე იოლი საქმეა, აქ ყოველთვის უნდა აჰყვე რიტმს. "ბლანკოსში" ყოფნა ერთი დიდი ღამეა, სადაც უამრავი თავგადასავალი შეიძლება გქონდეს მოსაყოლი. როგორც კლუბში ასევე მთელ ქალაქში ყველასთვის მხოლოდ ერთი სიტყვაა მისაღები - "მოგება".

"თუ ხარ ფეხბურთელი ან გიყვარს ფეხბურთის ყურება, რა თქმა უნდა ძალიან გსურს იყო მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გამართული ასპარეზობის ნაწილი, რადგან ამ მატჩში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა. "ელ კლასიკო" მსოფლიო დონის პაექრობა გახლავთ, ამ მატჩში 10-ჯერ უფრო მეტი ენერგია იხარჯება, 10-ჯერ მეტი ემოციაა და მთელი მსოფლიო ცდილობს მთლიანად ჩაერთოდ მოედანზე განვითარებულ მოვლენებში. ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს."

"ჩემი კუმირი რაიან გიგსი გახლავთ, ის არამხოლოდ უელსის, არამედ მთელი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა იყო, უწევდა თამაში ჩემს პოზიციაზეც, აქედან გამომდინარე მისი მანევრი და თამაშის სტილი ძალიან მიზიდავდა. რაიანს უდიდეს პატივს ვცემ, ჩემი ქვეყნის თითოეული წარმომადგენელი ამაყობს მისით."

"დღესდღეობით მსოფლიოში არაერთი წარმატებული მოთამაშეა. ძალიან მომწონს კრიშტიანო რონალდუ, ლიონელ მესი და სხვები, თითოეული მოთამაშე წინა დღესთან შედარებით მომდევნო დღეს უფრო დახვეწილია და ყველაფერს აკეთებს ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად." dle 10.1

  • Hala
  • 12 სექტემბერი 2014
  • 1950
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)