მარსელო "მილანისა" და "იუვენტუსის" ობიექტივში

იტალიური გამოცემა "Sportal"-ის ინფორმაციით მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის, მარსელო ვიეირას შეძენით ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "მილანი" ინტერესდებიან და სამეფო კლუბთან მოლაპარაკბების წარმოებას გეგმავენ...


იტალიელების ინტერესი სულ ახლახანს გახდა ცნობილი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენტინო პერესს ბრაზილიელ მოთამაშესთან დაკავშირებით არცერთი შეთავაზება არ მიუღია.

იტალიელები თვლიან, რომ ვიეირამ კარლო ანჩელოტის ნდობა დაკარგა და გუნდის თავკაცი აქცენტს მომდევნო სეზონში ფაბიო კოენტრაუზე გააკეთებს, რომლის პროგრესი მართლაც აშკარა და თვალნათლივი გახდა.

განაპირა მოთამაშის საქმე არც ბრაზილიის ნაკრებში მიდის კარგად. სანაკრებო ბატალიების წინ "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა იგი განაცხადს მიღმა დატოვა, შემდეგ კი ერთბაშად რამდენიმე მოთამაშემ მიიღო ტრავმა, რის გამოც დუნგამ მადრიდელი იძულებით გამოიძახა, თუმცა ის ორი მატჩის მანძილზე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

მარსელოს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2018 წელს ეწურება, აქედან გამომდინარე მისი იტალიაში წაყვანა არც ისე იოლი საქმე იქნება, თუმცა სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში "თეთრების" ხელმძღვანელობა შესაძლოა დაფიქრდეს, მაგრამ ისმის კითხვა - "რამდენად შეუძლიათ სერია "ა"-ს წარმომადგენლებს მაღალი ციფრის დასახელება?!".

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 11 სექტემბერი 2014
  • 1713
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)