რაულ ხიმენესი : "რეალში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან"

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეულმა, რაულ ხიმენესმა ჟურნალისტებთან მოახლოვებულ დერბიზე ისაუბრა...


"ჩვენ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. დერბი ყოველთვის საინტერესოა. იმედი მაქვს მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა და საკუთარ ძალებს დავამტკიცებ."

"ძალიან მსურს ახალ კლუბში ფეხის მოკიდება, რადგან დიდი შანსი მომეცა. მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ კარგი ასპარეზობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება."

"კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს, აქედან გამომდინარე დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ეს "როხიბლანკოსთვის" უცხო არ არის, რადგან ეს კლუბი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება."

"ჩიჩარიტოს გამადრიდელება ყველასთვის სიურპრიზი იყო. დარწმუნებული ვარ ისიც ბოლომდე დაიხარჯება, რადგან ახალ კლუბში საკუთარი ძალების დემონსტრირება სურს."

"მოუთმენლად ველი დედაქალაქური კლუბების ჯახს, გულშემატკივრებს ნამდვილად ლამაზი საღამო ელით." dle 10.1

  • Hala
  • 10 სექტემბერი 2014
  • 1448
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)