როი მაკაი : "ლა ლიგა ძალიან უინტერესო გახდა"

ლაკორუნიის "დეპორტივოს", მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, როი მაკაიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ესპანური ლა ლიგა ძალიან უინტერესო გახდა...


"დღესდღეობით ესპანეთს ევროპაში 2 უძლიერესი წარმომადგენელი ჰყავს მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" სახით. უსამართლო ვიქნები თუ ვიტყვი, რომ "ატლეტიკო" გრანდად არ ითვლება, რადგან სიმეონეს გუნდმა შარშან პრიმერა დივიზიონი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ასევე ახლოს იყო ოქროს მედალთან."

"ბოლო წლებში ერთმანეთს მხოლოდ "ბარსა" და "ბლანკოსი" უწევენ კონკურენციას, შარშან კი "ატლეტიკოც" გამოჩნდა, მაგრამ არ ვთვლი, რომ ლა ლიგა ახლა ისეთივე საინტერესოა, როგორიც 1998-2005 წლებში იყო."

"წლების მანძილზე ვიცავდი "დეპორტივოს" ღირსებას, ჩვენი გუნდი ყოველთვის პროგრესირებდა და ჩემპიონთა ლიგაზეც ვახერხებდით გასვლას. ასევე არ დაგვავიწყდეს მატჩი "მილანთან", მაშინდელი "როსონერი" ალბათ ყველას კარგად ახსოვს, მაშინ ირურიეტას გუნდმა სასწაული ჩაიდინა."

"დეპორტივოსთან ერთად მაშინაც ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა იყო "ვალენსია", რომელიც მადრიდელებსა და კატალონიელებს ებრძოდა და საკმაოდ წარმატებითაც, ვალენსიელებმა ლა ლიგის ოქროს მედალი მძიმე ბრძოლაში მოიპივეს."

"არ უნდა დავივიწყოთ "სოსიედადი", "სევილია", იგივე "ატლეტიკო", "ბილბაო" "ვილიარეალი" და სხვა გუნდები, რომლებიც გაცილებით უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ახლა არიან."

"ჩემი აზრით რამდენიმე წლის წინ პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე გუნდები გაცილებით უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ახლა. იმედი მაქვს ვითარება გამოსწორდება და ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ არაერთი ძლიერი გუნდი იასპარეზებს." dle 10.1

  • Hala
  • 10 სექტემბერი 2014
  • 2925
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)