ჩიჩარიტო: "სათადარიგოზე ჯდომისთვის აქ არავინ არ ვარჯიშობს"

ჩიჩარიტო მიიჩნევს, რომ "მადრიდის რეალში" ის სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის არ მოსულა და მაქსიმალურად იბრძოლებს სასტარტოსთვის


იცი თუ არა, რომ არიან ხალხი, ვისაც შენი ყიდვის შემდეგ ეჭვები გაუჩნდათ?

აქ მუდამ ასეა. "მადრიდის რეალი" 20-ე საუკუნის საუკეთესო კლუბია. მხოლოდ "მადრიდის რეალს" აქვს ათი ჩემპიონთა ლიგის თასი და აქ მოსვლის დროს არ არის გასაკვირი, რომ ვინმეს აკრიტიკებენ.

მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი მის კარიერაში

მე ვთამაშობდი "ჩივასში" , რომელიც მექსიკის საუკეთესო კლუბია, შემდეგ ვითამაშე "მანჩესტერ იუნაიტედში", რომელიც ინგლისში საუკეთესოა, ეხლა ვითამაშებ "მადრიდის რეალში", რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

ფეხბურთელთა ოჯახი

დიახ, ფეხბურთელთა ოჯახიდან ვარ, რაც კიდევ უფრო დამეხმარა წინსვლაში. მამაჩემი და ბაბუაჩემი თამაშობდნენ ფეხბურთს. მათ მასწავლეს ბურთით თამაში.

სათადარიგოზე ჯდომა

მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ბენზემას გავუწიო კონკურენცია. ბოლომდე ვიბრძოლებ სასტარტოსთვის. აქ არ მოვსულვარ სათადარიგოთა სკამზე საჯდომად. "მანჩესტერში" კონკურენციას ვუწევდი რუნის, ბერბატოვს და ვან პერსის , ნორმალურია , როცა დიდ კლუბებში კონკურენცია არსებობს. მე მზად ვარ ამისთვის.

თუ ვერ გაამართლა

"მადრიდის რეალში" არ გპატიობენ, როცა კარგად თამაშობ უყვარხართ და პატივს გცემენ. თუ ოცნებობ, რომ აქ წარმატებას მიაღწიო, ბევრი უნდა იმუშაო და კლუბს მაქსიმალურად უნდა დაეხმარო. პროფესიონალად ყოფნა არ ნიშნავს მარტო კლუბზე კარგად საუბარს. უნდა იყო კონკურენტუნარიანი და კრიტიკოსების დადუმებისკენ უნდა ისწრაფვოდე. მე ჩემი ოჯახი მმატებს ძალას და შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი არ დარჩნენ იმედგაცრუებულები.

კრიშტიანო თუ მესი? ვინაა საუკეთესო?

რა თქმა უნდა რონალდუ. გიჟი უნდა იყო ასე რომ არ ფიქრობდე. ის საუკეთესოა. რა თქმა უნდა, მესიც კარგია, მაგრამ მხოლოდ რონალდუს შემდეგ...

იკერი თუ კეილორი?

ეს მწვრთნელს უნდა კითხოთ. ორივე უდიდესი შესაძლებლობების მქონე გოლკიპერია. ჩემი აზრით, იკერი "მადრიდის რეალის" სახეა, მაგრამ მას ბოლო დროს საკმაოდ არასამართლიანად ბევრს აკრიტიკებენ. როგორც მეკარემ, მან ძალიან ბევრს მიაღწია. მორალურად ის საკმაოდ ძლიერია.

წყარო: AS, MARCA dle 10.1

  • shvela
  • 10 სექტემბერი 2014
  • 2905
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)