"რეალი" და "იუვენტუსი" ჯონსონისთვის იბრძოლებენ

ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით, მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი ინგლისელ მარჯვენა მცველს, გლენ ჯონსონს აღარ ენდობა, რადგან მის პოზიციაზე გუნდში ახალი მოთამაშეები ჰყავს...


გლენს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება, ანუ დარჩენილი მხოლოდ 1 წელიწადი გახლავთ, მხარეები კი ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხდმემ, აქედან გამომდინარე 30 წლის მოთამაშე აუცილებლად გამოიცვლის კლუბს.

Daily Express-ზე დაყრდნობით ინგლისელი მოთამაშის შეძენით ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან. ლივერპულელებს ჯონსონის გაყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ, რადგან ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და იმ კლუბს მიაშურებს, რომელში ასპარეზობასაც თვითონ მოისურვებს, წითლებს კი მინიმალური თანხის მიღება მაინც სურთ ფეხბურთელის სანაცვლოდ.

ინგლისელის ფასი სავარაუდოდ 3-5 მილიონი ევროა, მერსისაიდელები იმ შეთავაზებას განიხილავენ, რომელიც უფრო სარფიანი იქნება, თავად ფეხბურთელისთვის კი სავარაუდოდ უფრო უპრიანი მადრიდის "რეალი" უნდა იყოს, რომელიც დღესდღეობით ტურინის "იუვენტუსს" ბევრად აღემატება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას უდიდესი კონკურენციის პირობებში მოუწევს ყოფნა. dle 10.1

  • Hala
  • 9 სექტემბერი 2014
  • 1401
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)