AS : "თუ რონალდუ წავა, "რეალი" აზარს შეიძენს"

ცნობილი ესპანური საინფორმაციო წყარო AS, ინგლისურ Caughtoffside-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ლონდონის "ჩელსის" ლიდერის, ედენ აზარის შეძენით არის დაინტერესებული...


გავრცელებული ინფორმაციით თანახმად სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მომავალ წელს კრიშტიანო რონალდუს მანჩესტერ "იუნაიტედში" დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა პორტუგალიელს სათანადო შემცვლელი დასჭირდება, რომელიც კარლო ანჩელოტის აზრით სწორედ ბელგიელი მოთამაშე უნდა იყოს. იგი მხოლოდ 23 წლის არის, თუმცა ინგლისში საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს.

მანჩესტერული მხარე რონალდუს სანაცვლოდ 55 მილიონ ფუნტ სტერლინგს ჩამოდის, რომელიც 70 მილიონ ევროზე ცოტა მეტია. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა პორტუგალიელის წასვლის შემთხვევაში "ბლანკოსი" ყველაფერს გააკეთებს "ჩელსის" ფეხბურთელის შესაძენად, მის მოხიბვლას კი პირველ რიგში ძალიან მაღალი ხელფასით შეეცდება.

"რეალს" ასევე აქტიურად უკავშირებენ ია ია ტურესა და მარკო როისს, თუმცა როგორც ჩანს მათ სიას აზარიც შეუერთდება.

კრიშტიანო რონალდუს "მერენგებიდან" წასვლის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ოქროს ბურთის მფლობელმა საჯაროდ გააკრიტიკა სამეფო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა, თუმცა ამასთანავე უნდა დავსძინოთ, რომ ოფიციალურ ინტერვიუში პორტუგალიელმა პრეზიდენტს 100%-იანი მხარდაჭერა აღუთქვა.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 9 სექტემბერი 2014
  • 2837
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)