არბელოას დერბიში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს

მოგეხსენებათ, დანიელ კარვახალი ესპანეთის ნაკრებში "დაიმტვრა", რამაც კარლო ანჩელოტი საგონებელში ჩააგდო. მარჯვენა ფლანგზე ესპანელი ახალგაზრის ნაცვლად სამი კანდიდატია წარდგენილი ვარანის, ნაჩოსა და არბელოას სახით, თუმცა ამ უკანასკნელს "ატლეტიკოსთან" წარმატებით თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს...


არბელოას ანჩელოტის ნდობა დაკარგული აქვს. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ალვარო პროგრესს აღარ განიცდის, მისი კონკურენტი დანიელ კარვახალი კი ყველას აჩვენებს, რომ თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ყალიბდება, სწორედ აქედან გამომდინარე მთავარი მწვრთნელის დასაწყრდენი სწორედ დანი გახლავთ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვის ანდობს ანჩელოტი მარჯვენა ფლანგს, თუმცა ალვარო არბელოას "როხიბლანკოს" წინააღმდეგ არაერთხელ აქვს წარმატებით ნათამაშები. სერხიო რამოსის ცენტრში გადასვლის შემდეგ მას ხშირად ებარა მარჯვენა ფლანგი მადრიდულ დერბიში.

აღსანიშნავია, რომ სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ ალვარო ყოველთვის სტაბილური იყო, აქედან გამომდინარე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კარლიტო საბოლოო ჯამში მაინც გამოცდილ ფეხბურთელზე გააკეთებს არჩევანს და კარვახალის შემცლველად სწორედ არბელოა მოგვევლინება.

თანაქალაქელთა წინააღმდეგ უკანახაზელს გოლიც აქვს გატანილი, რომელიც 2010 წლით თარიღდება.

შეგახსენებთ, ალვაროს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს სასტარტო შემადგენლობაში დაწყებული, რომელიც "კორდობასთან", ლა ლიგის პირველ ტურში გაიმართა. ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებზე, ასევე "სოსიედადთან", მარჯვენა ფლანგს დანიელი აკონტროლებდა. dle 10.1

  • Hala
  • 9 სექტემბერი 2014
  • 1247
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)