რამოსი : "წინასწარ არაფერი მქონია განზრახული"

სერხიო რამოსმა "მაკედონიის" ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიერ შესრულებული "პანენკა" წინასწარ არ იყო დაგეგმილი...


"თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულებას ჩვეულებრივად ვაპირებდი, მაგრამ როდესაც მოძრაობა დავიწყე მეკარემ შედარებით ადრე გადადგა ნაბიჯი, რამაც მას წონასწორობა დააკარგინა, სწორედ ამიტომ მოვინდომე "პანენკას" შესრულება, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. საბედნიეროდ გოლის გატანა მოვახერხე და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარე."

"მოთმინება გვჭირდება იმისათვის, რომ ნაკრებს თაობათა ცვლა არ დაეტყოს, ძალიან პოზიტიური საღამო იყო, საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ და სწორ გზაზე დავდექით."

"დანიელ კარვახალის ტრავმამ ყველას შოკი მოგვგვარა, რადგან ის დიდებულ ფორმაშია და ტრავმის დრო ნამდვილად არ იყო, მითუმეტეს "რეალში" უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს სათამაში. იმედი მაქვს დანი სულ მალე მოახერხებს სასურველ ფორმაში ჩადგომას."

"ატლეტიკოსთან ესპანეთის სუპერთასი დავთმეთ, ახლა კი შურისძიების დრო მოვიდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად, სამეფო კლუბი მოედანზე მხოლოდ მოგებისთვის გავა." dle 10.1

  • Hala
  • 9 სექტემბერი 2014
  • 3018
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)