ვინ ჩაანაცვლებს კარვახალს დერბიში?

გამომდინარე იქიდან, რომ დანი კარვახალმა სანაკრებო ბატალიების დროს დაზიანება მიიღო, დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი სამეფო კლუბ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.


კარლო ანჩელოტისთვის ეს ახალი თავსატეხია. გასულ სეზონში იტალიელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა ესპანელს დიდი ნდობა გამოუცხადა და ზირითად შემადგენლობაში დაცვის მარჯვეა ფრთა სწორედ კარვახალს ჩააბარა. წელს კი კარლიტოს განცხადებით სასტარტო თერთმეტეულში დანი ხელშეუხებელია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარვახალი დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის ადგილზე კი სამი ფეხბურთელი მოიაზრება. ესენი არიან ალვარო არბელოა, რაფაელ ვარანი და ნაჩო ფერნანდესი. გასულ სეზონში ამ პოზიციაზე ყველაზე ხშირად დანის შემდეგ მინდორზე გამოდიოდა არბელოა, თუმცა წელს მან ანჩელოტის ნდობა დაკარგა. ალბათ გახსოვთ ერთ-ერთ მატჩში იტალიელი სპეციალისტი იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ მეორე ტაიმში ალვარო მოედნიდან გაიყვანა.

რაც შეეხება ახალგაზრდა ნაჩოს, მას დაცვაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. სეზონის დასაწყისში კარლომ განაცხადა, რომ ფერნანდესის იმედი აქვს და მის გამოყენებას აპირებს. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, რაფაელ ვარანს... თუ ანჩელოტი გადაწყვეტს, რომ სასტარტოში მადრიდელთა "2" ნომერი უნდა მოხვდეს, იგი ცენტრში დადგება, ხოლო კარვახალის მარჯვენა ფლანგს სერხიო რამოსი დაესაკუთრება, რომელიც წლების მანძილზე სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობდა.

Defensacentral.com dle 10.1

  • Junior
  • 9 სექტემბერი 2014
  • 2111
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)