ვინ დაიკავებს "9"-იანის პოზიციას?

გასულ სეზონში კარიმ ბენზემა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, რადგან მას კონკურენტი თითქმის არ ჰყავდა. ახლა კი ვალდებებასზე გამოჩნდა ჩიჩარიტო, რომელიც თავდაუზოგავად ირჯება და თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობს.


როდესაც ბენზემა სანაკრებო ბატალიებისთვის ემზადებოდა, ჩიჩარიტო ადაპტაციას გადიოდა სამეფო კლუბის საწვრთნელ ბაზაზე. მას აქვს იმის ამბიცია, რომ ფრანგი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდოს და ცენტრალური თავდამსხმელის ადგილი თავად დაიკავოს.

მას შემდეგ, რაც ბლანკოსის შემადგენლობა გონსალო იგუაინმა დატოვა და "ნაპოლიში" გადავიდა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ "რეალში" მეტი თავდამსხმელი არ მოეყვანა, რადგან ბენზემა საქმეს თავს იოლად გაართმევდა. თუმცა როგორც ჩანს ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა.

ჩიჩარიტოს მადრიდის "რეალში" გადმოსვლამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბენზემას სიტუაცია. დიდია ალბათობა იმისა, რომ კარლო ანჩელოტი კარიმის გარჯით უკმაყოფილო იყოს და შესაძლებელია მიმდინარე სეზონში BBC-ს (ბენზემა, ბეილი და კრიშტიანო) შემტევი ტრიო შეიცვალოს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 8 სექტემბერი 2014
  • 2170
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)