კარლო კოენტრაუს ნახევარმცველად ჩამოაყალიბებს?

"მარკას" ინფორმაციით კარლო ანჩელოტი ფაბიო კოენტრაუს პოზიციის შეცვლაზე ფიქრობს. შარშან დი მარიასთან დაკავშირებულმა ექსპერიმენტმა გაამართლა, ახლა კი დიდია შანსი იმისა, რომ კოენტრაუსაც ნახევარდაცვაში მოუწიოს ძალების მოსინჯვა...


იტალიელ სპეციალისტს სურს ის ბალანსი დაიცვას, რომელიც კლუბს შარშან ჰქონდა, მაგრამ წელს აშკარად დაკარგულია, ეს კი პირველ რიგში ანხელ დი მარიას მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგებით არის გამოწვეული.

არის საუბარი იმაზე, რომ არგენტინელი ნახევარმცველის ადგილს გარეთ ბეილი დაიკავებს, მის პოზიციაზე კი ხამეს როდრიგესი დადგება, რომელსაც ძალიან უყვარს თავდამსხმელის უკან თამაში და ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ხსენებულ პოზიციაზე გრძნობს, მაგრამ ახლანდელი ინფორმაციით გარკვეულ მატჩებში შესაძლოა ნახევარდაცვის ერთ-ერთი წევრი სწორედ ფაბიო გახდეს.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის "ბენფიკადან" მადრიდის "რეალში" გადავიდა, ჟოზე მოურინიომ მყისვე შუეცვალა პოზიცია კოენტრაუს და ჩაბი ალონსოს შეუწყვილა, თუმცა ამ ცდამ ვერ გაამართლ და პორტუგალიელმა საყრდენად ვერ ივარგა, აქედან გამომდინარე კვლავ დაბრუნდა საკუთარ მარცხენა პოზიციაზე.

ანჩელოტი თვლის, რომ ნახევარდაცვაში თამაში მარსელოსაც შეუძლია, თუმცა უკეთესი ვარიანტი კოენტრაუ გახლავთ. იტალიელის აზრით კოენტრაუს მშვენივრად შეუძლია როგორც დაცვის, ასევე თავდასხმის ხაზის დახმარება, ასევე აქვს ბურთის განაწილების შესანიშნავი უნარი, რაც მას აძლევს იმის საშუალებას, რომ პოზიცია შეიცვალოს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მადრიდულ დერბიმდე ერთ კვირაზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი. შესაძლოა ექსპერიმენტი სიმეონეს გუნდის წინააღმდეგაც ვიხილოთ. dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2014
  • 2089
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)