კაზემირო : "პორტოში გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე"

ბრაზილიელი ნახევარმცველი, კაზემირო, რომელიც მადრიდის "რეალმა" პორტუგალიურ "პორტოს" იჯარის წესით დაუთმო, "მარკასთან" ინტერვიუს წერს...


"აქ გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე მესაჭიროებოდა სათამაშო პრაქტიკა, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში არ მქონდა. ახალგაზრდა ვარ, სკამზე ჯდობით კი პროგრესი წარმოუდგენელი იქნებოდა. ასევე მსურდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის მიღება, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ფეხბურთელი უდიდეს გამოცდილებას იღებს, ლიგა სულ სხვა განზომილება გახლავთ."

"რეალსა და პორტოს შორის ბევრი განსხვავებაა, თუმცა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით პორტუგალიურ გუნდს არაფერი დაეწუნება, აქ ყველაფერია იმისათვის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდე და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლო."

"მადრიდულ გიგანტს შარშანდელ სეზონში ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა შეძლო. კლუბში არაერთი ცვლილება მოხდა, განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვის ხაზზე ითქმის, თუმცა სეზონი წინ არის, სადაც ვიხილავთ ანჩელოტის კოლექტივი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგება თუ არა."

"სამეფო კლუბის დონე ნამდვილად არ შეცვლილა, ეს გიგანტური კოლექტივი გახლავთ, რომელსაც აურაცხელი რაოდენობის რესურსი აქვს. ვნახოთ როგორ ითამაშებენ ჩიჩარიტო, ხამესი და ტონი კროოსი."

"არ ვიცი გადავეყრებით თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალს", ამაზე არც ვფიქრობ, ახლა ჩემი გონება მხოლოდ პორტუგალიური კლუბის თითოეულ მატჩზე გახლავთ ორიენტირებული. მსურს დავიხვეწო და კლუბს წარმატების მიღწებაში დავეხმარო." dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2014
  • 1447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)