ლუკა ზიდანი არნახულ პროგრესს განიცდის

როგორც მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანის შვილები მადრიდის "რეალის" სხვადასხვა ასაკობრივ კლუბში არიან მომიფანტულნი. უფროსი ვაჟი ენცო ზიდანი სულ მალე გამოვა დიდ საფეხბურთო ასპარეზზე, მისი თამაშის მანერა ძალიან ჰგავს მამის სტილს, ესპანეთში კი იმედი აქვს, რომ ენცო გენიალური საგვარეულოს ღირსეული გამგრძელებელი იქნება...


ენცოს ძმა ლუკა ზიდანი 16 წლამდელთა გუნდშია, რომელსაც სამეფო კლუბის ყოფილი ნახევარმცველი, რუბენ დე ლა რედი წვრთნის. მოგეხსენებათ, გულის პრობლემების გამო ესპანელმა ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე ნაადრევად ჩამოკიდა, თუმცა სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი.

ლუკა 1.82 სანტიმეტრი გახლავთ, რაც მის ასაკში ძალიან კარგი სიმაღლეა, მისი ბრწყინვალე ნახტომი და ბურთის მოგერიებები მადრიდელთა ხელმძღვანელობა აღაფრთოვანებს. არ არის გამორიცხული კარის დარაჯი სულ მალე შედარებით მაღალი რანგის ახალგაზრდულ გუნდში გადავიდეს, რადგან აშკარაა სხვაობა მასსა და თანატოლებს შორის.

ლუკას უკვე ჰქონდა მიწვევა საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდიდანაც და ის ეროვნულ ნაკრებშიც განაგრძობს მზადებას.

ზინედინ ზიდანს იმედი აქვს, რომ მისი ვაჟი სამომავლოდ უმაღლესი დონის გოლკიპერად ჩამოყალიბდება და სწორედ მადრიდის "რეალის" ღირსებას დაიცავს. dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2014
  • 3901
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)