HalaMadrid.Ge მორიგ ვიქტორინას იწყებს

მოგეხსენებათ, HalaMadrid.Ge-მ Mantis.Ge-სთან ერთად უკვე გაათამაშა ერთი მაისური, რომელიც 17 წლის დათოს "Davita1911" ხვდა წილად. ჩვენი ვებ-გვერდი კვლავაც აგრძლებს მომხმარებლების დაჯილდოვებას, თუმცა ამჯერად ვიქტორინა განსხვავებული სახის იქნება. ჩვენ არაერთხელ შევცვლით ვიქტორინის სახეს...


მაშ ასე! მომდევნო გათამაშება ხვალ გაიმართება, რომლის წესებსაც შემოგთავაზებთ.

1)ხვალ, 8 სექტემბერს დღის 11:00, 12:00, 13:00, 20:00 და 22:00 საათზე ჩატარდება რიგით მეორე გათამაშება. თითოეულ მითითებულ დროს დაისმება ერთი კითხვა, გამარჯვებული კი ის ორი ადამიანი იქნება, რომელიც ყველაზე სწრაფად გასცემს დასმულ კითხვას პასუხს. ანუ პირველი და მეორე სწორი პასუხის ავტორი.

2)თითოეულ საათზე ჩვენ გამოვლენილი გვეყოლება 2 კანდიდატი, ანუ ბოლო ვიქტორინის შემდეგ სახეზე 10 მომხმარებელი გვეყოლება, რომლის საიტის სახელს (ეგრედწოდებულ "ნიკს") გამოკითხვაში გადავიტანთ. გამოკითხვა კი შემდეგნაირი იქნება "რომელმა მომხმარებელმს გასცა ყველაზე რთულ კითხვას" პასუხი. გამოკითხვა სამშაბათს დილას დაიწყება და შაბათს, დილის 12:00 საათამდე იფუნქციონირებს და თავად HalaMadrid.Ge-ს მომხმარებელი გადაწყვეტს თუ ვის უნდა ერგოს საჩუქრად ამ 10 მონაწილედან სერხიო რამოსის თეთრი მაისური. იმ შემთხვევაში თუ გამოკითხვის პირველ და მეორე ადგილებზე ერთ კითხვაზე მოპასუხე ხალხი გავა, მაშინ დამატებით დაინიშნება 1 დღიანი გამოკითხვა, სადაც მხოლოდ ეს ორი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, გამარჯვებული კი ის გახდება ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

თითოეული ვიქტორინის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის დაბლა დაიწერება გამარჯვებული, მის ქვეშ კი მეორე ვიქტორინის კითხვა და კვლავაც გამარჯვებული და ასე შემდეგ.


ვფიქრობთ, ამ გზით ეჭვებიც გაიფანტება, რომელიც როგორც ჩანს ვებ-გვერდის მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს აქვს. ჩვენ ხვალ გამოვავლენთ 10 კანდიდატს, რომლებსაც თავად მომხმარებლები მიანიჭებენ გამარჯვებულის სტატუსს.

იმ შემთხვევაში თუ შაბათს დღის 12:00 საათზე პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მომხმარებლებს თანაბარი ხმების რაოდენობა ექნებათ, გამოკითხვა ერთი საათით გაგრძელდება.

იმედი მაქვს ყველაფერი გარკვევით დავწერეთ და უაზრო კითხვები არ იქნება. წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, გათამაშება ხვალ 11:00 საათზე აიღებს სტარტს.

გაფრთხილება - ვინც საიტის ვიქტორინების ჩატარების დროს ან მას შემდეგ ინტრიგნობას დაიწყებს და სიტუაციას აურევს მიიღებს სამუდამო ბანს. დანარჩენს კი თავად გავარკვევთ ! რჩევისთვის, რომ იცოდეთ, რეგისტრირებულ მომხმარებელზე ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეიძლება და კლავიატურა ვეღარ უშველის მერე ვერავის ;) dle 10.1

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2014
  • 3254
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)