რამოსი - საუკეთესო გამტანი მცველი 2009 წლიდან

ბოლო ხუთი წლის მანძილზე სერხიო რამოსი ყველაზე გამტანი მცველია "ლა ლიგაში"...


როგორც იცით, "რეალ სოსიედადთან" ავადსახსენებლ მატჩში ანგარიში სერხიო რამოსმა გახსნა. ეს ესპანელი მცველისთვის ბოლო ხუთი სეზონის მანძილზე რიგით მე-19 გოლი გახლდათ. ამ მაჩვენებლით იგი საუკეთესოა "ლა ლიგაში" მოასპარეზე მცველებს შორის. მეორეზე ამ მხრივ, "ატლეტიკის" მცველი, მიკელ სან ხოსე გახლავთ, რომლის ანგარიშზეც 15 გოლია.

რამოსის გოლების აბსოლუტური უმრავლესობა მეორე სართულიდან მოდის. 19-დან 14 მან თავური დარტყმით გაახვია მეტოქის კარის ბადეში. აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიო უკვე ზედიზედ 7 სეზონის განმავლობაში ახერხებს მინიმუმ ერთი გოლის გატანას "ლა ლიგაში". საუკეთესო სეზონი "რეალის" 4-იანისთვის 2006/07 და 2007/08 წლების სეზონი გახლავთ. მაშინ მან 5-5 ჯერ გამოიჩინა თავი. იმედი ვიქონიოთ, რომ ანდალუსიელი მცველი შეტევაში ეფექტური თამაშის მსგავსად, დაცვაშიც კარგი ასპარეზობით გამოიჩენს თავს... dle 10.1

  • wishmaster
  • 6 სექტემბერი 2014
  • 2750
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)