Daily Express : "კრამერს "რეალს" უკავშირებენ"

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა გერმანელი, ახალგაზრდა ფეხბურთელის, კრისტოფ კრამერის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებდა, რომ მადრიდის "რეალში" ან მანჩესტერ "იუნაიტედში" დიდი სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს...


ახლა კი ცნობილი ბრიტანული წყარო Daily Express იუწყება, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი მადრიდის "რეალის" რადარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ხელმძღვანელობა მისი სამსახურით დაინტერესდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია დასერიოზულდება თუ არა ეს საკითხი, რადგან კრამერი და სამი ხედირა აბსოლუტურად ერთ პოზიციის მოთამაშენი არიან. სამი 2 თვეში დაბრუნდება და ზამთრამდე სასურველ კონდიციაში ყოფნასაც მოასწრებს, აქედან გამომდინარე კარლო ანჩელოტიმ კრამერის შეძენის საჭიროება შესაძლოა ვეღარ დაინახოს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმციები იმის შესახებ, რომ კრისტოფის შეძენაზე პრეტენზიას ასევე აცხადებს მანჩესტერ "იუნატედი" და მერსისაიდული "ლივერპული". ორივე გუნდის შეთავაზება 12 მილიონ ევროს შეადგენს, როგორც ჩანს მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი გერმანელი ახალგაზრდის შეძენა.

მერსისაიდელები ფიქრობენ, რომ კრამერი სტივენ ჯერარდის კარგი შემცვლელი იქნება. ინგლისელ ლეგენდას ასაკი უკვე სერიოზულად უშლის ხელს სეზონის სრულყოფილად ჩატარებაში და ჩანაცვლება ესაჭიროება. dle 10.1

  • Hala
  • 6 სექტემბერი 2014
  • 1597
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)