"რეალი" ზამთარში ვერატისთვის იბრძოლებს?

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი გადაიბიროს...


"პსჟ"-ს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს კარლო ანჩელოტის. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ მარკოში უამრავი დადებითი თვისებაა თავმოყრილი და მას ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, სწორედ აქედან გამომდინარე მისი სამსახური "ბლანკოსს" ძალიან სჭირდება.

სულ რაღაც 3 კვირის წინ უამრავი აზრი, ექსპერტთა შეფასება და ბჭობა იყო იმის შესახებ, თუ რას მოუხერხებდა მთავარი მწვრთნელი ამდენ ნახევარმცველს, ახლა კი აბსოლუტურად სხვა რეალობა დადგა. სამი ხედირა დაშავებულია და ის მინიმუმ 8 კვირის მანძილზე ვერ შეძლებს ბურთთან ერთად ვარჯიშს. ასიერ ილიარამენდი არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება, თუმცა რამდენად სანდოა ბასკი ნახევარმცველი სასტარტოსთვის მეორე საკითხია. ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი მოწოდების სიმაღლეზე დგანან, თუმცა "სოსიედადთან" პაექრობაშიც კარგად გამოჩნდა, რომ ჩაბი ალონსო კლუბს ძალიან დააკლდა და ანჩელოტი საყრდენის გარეშე დარჩა.

სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისშივე ფლორენტინო პერესი პარიზულ მხარეს დაუკავშირდება და საკუთარ პირობებს შესთავაზებს. თავად ფეხბურთელი და აგენტი აცხადებენ, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და არსად ეჩქარებათ, ფეხბურთელი პროგრესს განაგრძობს და მუხლჩაუხრელად შრომობს წარმატების მისაღწევად.
dle 10.1

  • Hala
  • 6 სექტემბერი 2014
  • 1491
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)