კასტილიელ გიგანტს ანჩელოტიმ შანსი მისცა

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ მადრიდის "რეალის" საჩემპიონთალიგო განაცხადი დაასახელა, სადაც თავდასხმის ხაზში მატებაა. იტალიელმა სპეციალისტმა კასტილიელ ფეხბურთელს მისცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე განაცხადში ყოფნის/ასპარეზობის შანსი...


ეს მოთამაშე მარკანენი გახლავთ, რომელის სიმაღლე 197 სანტიმეტრია, წონა კი 97 კილოგრამი. ეს ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობს მეორე სართულზე და საკმაოდ ძალისმიერ ფიგურად ითვლება კასტილიაში.

ზინედინ ზიდანთან ერთად მარკანენი კიდევ უფრო იხვეწება და ცდილობს მთავარ გუნდში მოხვედრას, მან "კანტერანოებთან" ერთად გატანილი გოლიც იზეიმა.

ახალგაზრდა მოთამაშე კვლავაც ახალგაზრდულ გუნდში განაგრძობს მუშაობას, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კი "ბლანკოსის" განაცხადში იქნება შეყვანილი. ზინედინ ზიდანი მასთან ინტენსიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ახალგაზრდა მოთამაშე სოლიდურად გამოვიდეს.

ეერო 1991 წელს არის დაბადებული, ის 23 წლის გახლავთ. მის ასაკში "კასტილიაში" იშვიათად ასპარეზობენ, რადგან მთავარი გუნდისკენ ბევრს აქვს გზა გახსნილი, ზოგი კი სხვა კლუბებისკენ იღებს გეზს, რადგან თვლის, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებს, თუმცა თავად მარკანეი გამბედავი აღმოჩნდა და ის თვლის, რომ სულ მალე გახდება კარლო ანჩელოტის შემადგენლობის წევრი.

მარკანენის გარდა კარლომ კიდევ 2 კასტილიელს მისცა შანსი, ესენი არიან : ვარელა, რომელიც მანჩესტერ "იუნაიტედიდან" იჯარის წესით გადმოვიდა და ახალწვეული ბრაზილიელი აბნერი, რომელზეც ამ ზაფხულს ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული, რადგან ბრაზილიელი ტალანტი არაერთი კლუბის სამიზნე იყო, მას უდიდეს მომავალს უწინასაწარმეტყველებენ. აბნერი პოზიციურად სწორი თამაშით, შესანიშნავი მოედნის ხედვითა და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა. მადრიდში თვლიან, რომ აბნერი სულ მალე გახდება "ბლანკოსის" ძირითადი გუნდის წევრი და მარცხენა ფლანგის ბატონ-პატრონი. dle 10.1

  • Hala
  • 6 სექტემბერი 2014
  • 3675
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)