აგენტი : "ანჩელოტიმ ყველაფერი გააკეთა ანხელის "რეალში" დასარჩენად"

ეუგენიო ლოპესი, რომელიც ანხელ დი მარიას აგენტი გახლავთ, აცხადებს, რომ მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებები არაერთხელ სცადა, თუმცა რატომღაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბზარი გაჩნდა...


"სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა ანხელი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მას არ სურდა კლუბზე საუბარი და მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე იყო მოტივირებული. მუნდიალის შემდეგ ჩვენ მადრიდში ჩავედით და ხელმძღვანელობასთან საუბარი დავიწყეთ, გვსურდა გაგვერკვია თუ რა ბედი ელოდა ფეხბურთელს. მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ კონკრეტული ციფრი არგენტინელს არ დაუსახელებია, თუმცა მან განაცხადა, რომ ახალ კონტრაქტში შედარებით უკეთეს პირობებს ითხოვდა. მოგეხსენებათ, მისი ხელფასი წლების მანძილზე მხოლოდ 4 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც გაცილებით დაბალი სხვა მოთამაშეების სარგოებთან შედარებით."

"როდესაც კლუბმა ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი დაიმატა მივხვდით, რომ ფლორენტინო პერესი გათვლას ანხელზე აღარ აკეთებდა, აქედან გამომდინარე სხვა კლუბების შემოთავაზებების განხილვა დავიწყეთ, თუმცა ნახევარმცველს მადრიდისკენ მაინც მიუწევდა გული."

"ერთი პერიოდი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ხელმძღვანელობა რატომღაც ძალიან ზერელედ უდგებოდა აღნიშნულ საკითხს."

"ევროპის სუპერთასზე ფეხბურთელი მოედანზე გასვლას არ ელოდებოდა, მან იცოდა, რომ დიდი შნასი იყო კლუბის გამოცვლის, თუმცა გულშემატკივრების მხრიდან მსგავმს ოვაციებმა და შეძახილებმა მასზე ძალიან იმოქმედა. არგენტინელმა კვლავაც მოისურვა "რეალში" დარჩენა, მან მითხრა, რომ უდიდეს პატივს სცემდა დედაქალაქურ პუბლიკას."

"დი მარიას არასდროს სურდა "რეალში" დესტაბილიზაციის მოხდენა, ფლორენტინო პერესი კი ფეხბურთელთად მიმართებაში აშკარად უსამართლო იყო."

"რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ყველაფერი იღონა არგენტინელის კლუბში დასარჩენად. მწვრთნელსა და ნახევარმცველს შორის არაერთი საუბარი შედგა, მან "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშის საშუალებაც კი მისცა ფეხბურთელს, რომლის ბედიც ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო."

"საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ არგენტინელმა ძალით დატოვა მადრიდული კლუბი, თუმცა მერწმუნეთ სიტუაცია აბსოლუტურად სხვა სცენარით განვითარდა, თუმცა მისი "მანჩესტერში" გადასვლა ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. ამით "ბლანკოსმა" ფინანსურად იხეირა, დი მარია კი დამშვიდდა და ახალი გამოწვევა მიიღო." dle 10.1

  • Hala
  • 6 სექტემბერი 2014
  • 2805
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)