ფერგიუსონი : "ლიგის სამ ფავორიტს შორის "რეალიც" არის"

სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გააცნო, რომელიც ჩემპიონთა ლიგასა და მის ფავორიტებს ეხებათ...


"ძალიან მომწონს ინგლისის ჩემპიონატი და ზოგადად ბრიტანული ფეხბურთი, თუმცა მინდა განვცახადო, რომ წლევანდელ წელს პრემიერლიგის წარმომადგენლებს ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლები შანსი ექნებათ."

"ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" იქნებიან."

ბაიერნი

"ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უნდა გერმანულ კლუბთან ერთად ტრიუმფი, ამისთვის ესპანელი სპეციალისტი ყველაფერს გააკეთებს, შესაბამისი რესურსი კი ნამდვილად არსებობს. "ბაიერნი" ძალიან სწრაფი, შეთამაშებული და მობილური გუნდია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მეტად საჭირო გახლავთ. ვფიქრობ, მათ ნადმვილად შეუძლიათ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა."

რეალი

"კარლო ანჩელოტიმ შარშან ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი მოაგებინა სამეფო კლუბს. მათ ოქროს მედლები 2002 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოპოვებული და ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევდათ მოედანზე გასვლა და ასპარეზობა. 1/2 ფინალში "ალიანც არენაზე" დაფიქსირებულმა შედეგმა დამარწმუნა, რომ "ბლანკოსი" თასს აღმართავდა. ცვლილებების შემდეგ ანჩელოტი ეცდება კლუბის ფილოსოფიაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, რადგან ერთფეროვნებით ვერ მოახერხეს ლიგის თასის ორჯერ მოგებას. იტალიელ სპეციალისტს ნამდვილად შეუძლია ისტორიაში შევიდეს და ზედიზედ ორჯერ მოიგოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.

ბარსელონა

"კატალონიელებს ცვლილებები ესაჭიროებოდათ, მათ შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოეს და დარწმუნებული ვარ წარმატების მიღწევას შეძლებენ. ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანა" ყოველთვის სოლიდურია, ანალოგიური სიტუაცია იქნება ახლაც. ლუის ენრიკემ მოედნის ყველა რგოლი გააძლიერა, დამეთანხმებით კატალონიელებს ნამდვილად სჭირდებოდათ გარკვეული ცვლილებები. ლუის სუარესი ესპანეთს იოლად მოერგება, რადგან მას უყვარს სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთის თამაში."

ფეხბურთელთა ღირებულება

10 წლის წინ მოთამაშეში 50 მილიონი ევროს თ გადაიხდი სენსაცია იქნებოდა, ახლა კი განსხვავებული სიტუაციაა, ფეხბურთელთა ფასმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ამიტომ აღარ მიკვირს, რომ კლუბები ამხელა ციფრებს ასახელებენ. dle 10.1

  • Hala
  • 6 სექტემბერი 2014
  • 3878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)