ხაბი ალონსო - თამაშის შემოქმედი

მადრიდული ინჩადა ძალიან მკაცრი და მოუთმენელი ხდება იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც ზედმეტად წელავენ კლუბიდან აბარგებას. ასეთ შემთხვევევბში, დარვინული თეორიის პირველადი ინსტინქტები იჩენენ თავს და საწყისი სიმპტომების გამოვლენისთანავე ხდება მოწამლულის უტილიზაცია.


ამ წესს არა აქვს გამონაკლისი მაშინაც კი, როცა საქმე ლეგენდებს ეხება. ამიტომაც უყვართ ასე ძალიან ზიდანი ბერნაბეუზე. ფრანგმა გენიოსმა მაშინ გადაწყვიტა წასვლა, როცა იგრძნო, რომ დარჩენილი ენერგია ეყოფოდა ზუსტად იმდენზე, რომ საკუთარი ნაკრები მსოფლიო პირველობის ფინალამდე მიეყვანა. კიდევ ერთი სეზონიც და ერთიანი აღფრთოვანება შეიძლება გამაყრუებელ სტვენაში გადაზრდილიყო, როგორც ეს რაულის შემთხვევაში მოხდა. ამ ტექსტის წერისას მახსენდება დათრაკიელების ცნობილი ბელადი დროგო, სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, რომელსაც მისმა ქვეშევრდომებმა ჩამოართვეს მმართველობა, როცა მან ცხენზე შეჯდომა ვეღარ შეძლო და სასიკვდილოდ განწირული მიატოვეს შუა გზაზე.

ხაბი ალონსო კარგად იცნობს რეალის ტრადიციებს და ამიტომაც სულ არ გამკვირვებია მისი უეცარი გადაწყვეტილება გუნდის დატოვების შესახებ. ეს ძალიან წააგავს თვით ამპუტაციას მაშინ, როცა დათრაკიელების მბრძანებელი ჯერ ისევ ცხენზეა. მომავალში ვერავინ უსაყვედურებს ჟღალწვერა ბასკს რომ მან ბოროტად ისარგებლა დამსახურებული ვეტერანის რეგალიებითა და მაღალი ხელფასით და სასათბურე პირობებში მოინდომა ყოფნა, როგორც ამას მრავალი მისი კოლეგა აკეთებს. სამაგიეროდ, ალონსოს არ უწერია თავმობეზრებული მადრიდელების სტვენის მოსმენა, რომლებიც მუდამ ეძებენ განტევების ვაცს, თუ გუნდის საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის.

ბასკმა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ახალი მიზნები დაისახა და კვლავ ელიტურ გუნდში განაგრძობს კარიერას. მან თავი აარიდა რეალის ვარდისფერ და დრაკონის გამოსახულებიან ფორმის აგრესიულ ესთეტიკას, რაც ჩრდილს მიაყენებდა მის ლისაბონურ ფინალის იმიჯს, რომელიც უფრო ტელესერიალ „შეშლილების“ ეკრანიდან გადმოსულ პერსონაჟს წააგავდა...

ბასკის ეს ნაბიჯი შოკური თერაპიაა იქნებოდა მათთის, ვისთვისაც ხაბის ელეგანტურობა სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში, როცა მას მიუნხენის ლუდის ფესტივალისთვის გამზადებულს, პომპომჩიკებიან ტიროლურ შარვალში გამოწყობილს ნახავდა... და უფრო მეტი იმედგაცრუება: წითელ-ლურჯ ზოლებიანი მაისურით გვარდილასათვის მოთამაშე ხაბი ალონსო!

ხაბი ალონსო - თამაშის შემოქმედი


მესმის და ვიზიარებ თქვენს გულისტკივილს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასარული. დამთავრდა მორიგი მადრიდული ციკლიც, რომელმაც ხაბი ალონსოს გარშემო იტრიალა. ეს ყველაფერი მაგონებს სკოტ ფიცჯერალდის ერთ-ერთ გმირს: უნივესისტეტის გუნდის კვატერბეკს, რომელიც პერსპექტივაში წარმატებულ ადვოკატად მოიაზრებოდა. ასე მესახება ჩაბის მომავალიც.

რაც შეეხება ჩემს მიერ აწ უკვე ხსენებულ გუნდის ეკიპირებას: მადრიდის ლეგენდა სანტა მარია ამბობდა, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ იმიტომ უნდა სცე პატივი, რომ მათ იდიოტურ მოკლე ტრუსებში გამოწყობილებს ათასობით მაყურებლის წინაშე უწევთ თამაში და ხშირად ისეთ რამეებს აკეთებენ რისი კეთებაც არ შეიძლებაო. გამოდის რომ სანტამარია „Hello Kitty ”-ის მაისურით არასოდეს გამოდვიოდოდა მოედანზე?... თუმცა, ეს ვიღას ანაღვლებს? ფაქტი ერთია: მადრიდიდან ჩაბის წასვლის შემდეგ, გუნდში აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც საინტერესო იქნებოდა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ამის მაგივრად კი შეგვრჩა უამრავი სარეკლამო სლოგანი და პრიმიტიული ხუმრობები რეპტილიების კვერცხწარმოების შესახებ. dle 10.1

  • Maqashable
  • 6 სექტემბერი 2014
  • 2692
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)