რონალდუ : "იუნაიტედში აუცილებლად დავბრუნდები"

კრიშტიანო რონალდუს განცხადებით, 2014 წელს მადრიდის "რეალმა" არაერთი ტიტული მოიგო და ძალიან ბევრი გულშემატკივარის გული გაახარა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასევე მანჩესტერ "იუნაიტედში" დაბრუნებაზეც ისაუბრა...


"ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, სამეფო თასი და ევროპის სუპერთასი, დიდებული მატჩების ჩატარება მოგვიხდა. ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რის შედეგადაც ოქროს მედლები მოვიპოვეთ, გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ მწვერვალზე მისულიყო. შრომის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ მუდმივი ვარჯიში და მზადებაა საჭირო."

"ჩემი ტრავმის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი სეზონის ბოლოს დაიწყო, რადგან მუხლი გადამეტვირთა, ერთბაშად რამდენიმე ტურნირზე გამოვდიოდი და ძალებს მაქსიმალურად ვხარჯავდი. არცერთი მატჩი არ გამიმართავს ძალის დაუხარჯავად, მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი მოედანზე."

"ჯენსონ ბატონთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო, მან საკუთარი ავტომობილით ნამდვილი მასტერ-კლასი მაჩვენა, რითიც აღფრთოვანებული დავრჩი, ისიც ყოველთვის ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ემზადება იმისათვის, რომ მაქსიმუმს მიაღწიოს."

"დარწმუნებული ვარ ჩემი კარიერა მანჩესტერ "იუნაიტედში" გაგრძელდება. ეს კლუბი ჩემ გულშია და უდიდეს პატივს ვცემ. "რეალის" შემდეგ ალბათ სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" განვაგრძობ კარიერას."

"წითლებმა ძალიან საინტერესო ტრანსფერები გაჩარხეს, ყველაფერი კი რადამელ ფალკაოს დამატებით დაგვირგვინდა. ვგონებ, ვან გაალის გუნდი სულ ცოტა ხანში უდიდესი ძალა იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2014
  • 5921
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)