რელანო : "ჩიჩარიტო ბენზემას კონკურენციას გაუწევს"

ალფრედო რელანომ მადრიდის "რეალის" კიდევ ერთხელ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება...


"ჩემი აზრით ჩიჩარიტოს დამატება ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან მექსიკელ ფეხბურთელს ბევრი დადებითი თვისება აქვს, რომლის მხოლოდ ნაწილობრივი გამომჟღავნება მოახდინა მანჩესტერ "იუნაიტედში". ბევრი ფიქრობს, რომ მექსიკელი კარიმ ბენზემას კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა ამაოდ. ფრანგი ფორვარდი აშკარად მოდუნდა, გუნდიდან გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ მისი კონკურენტი მხოლოდ მორატა დარჩა, შემდეგ კი ესპანელიც მიაბრძანეს იტალიაში, რამაც "ცხრიანის" კიდევ უფრო პასიურობა გამოიწვია. კარიმი ის ფეხბურთელია, რომელსაც მუდმივად სჭირდება გამოღვიძება."

"ბოლო 17 თამაშში კარიმის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი გახლავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შედეგი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელისთვის ნორმალურია? რა თქმა უნდა არა, აქედან გამომდინარე ფლორენტინომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მექსიკელი წინახაზელი დაიმატა."

"კარიმი "ანოეტაზე" აბსოლუტურად უსუსური იყო, მან ერთხელაც ვერ იმოქმედა ეფექტურად, რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგი გამოიღო."

"კრიშტიანოს კომენტარები ჩემთვის საკვირველი არ არის, შვიდიანმა შარშან გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, ასევე გაიტანა უამრავი გოლი, რის საფუძველზეც "ბლანკოსს" დიდი წარმატებები ხვდა წილად. ბუნებრივია პორტუგალიელ მოთამაშეს მხარს ჩაბი ალონსო და ანხელ დი მარია უბავდნენ, ეს ორი ფეხბურთელი უდიდეს ძალას წარმოადგენდა გუნდის ნახევარდაცვისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე გამოაცხადა რონალდუმ ღიად, რომ მოთამაშეები გუნდში უნდა დარჩენილიყვნენ." dle 10.1

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2014
  • 2688
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)