რონალდუ: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრიმერა და ლიგა მოვიგოთ“

კრიშტიანუმ რონალდუმ The Telegraph-თან ისაუბრა განვლილ და მიმდიანრე სეზონებზე.


„განვლილი სეზონი ფანტასტიკური გამოდგა ყველანაირი თვალსაზრისით.გუნდმა მოიგო ნანატრი „ლა დესიმა.“რასაკვირველია, მიმდინარე სეზონშიც იგივე მიზნები გვაქვს.ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრიმერა დივიზიონისა და ჩ/ლიგის ტრიუმფატორები გავხდეთ.ინდივიდუალურ დონეზე, საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებას ვეცდები, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება.“

„საკმაოდ დამქანცველი სეზონის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი კვალი ვერ დავტოვეთ.ფეხბურთელების ტრავმებმაც განაპირობა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წარუმატებელი სვლა.“

„ბუნებრივია, უპრიანი არ იქნება „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების შედარება, რამეთუ კლასში ძალიან დიდი განსხვავებაა.ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რთულია, რამდენიმე ტოპ მოთამაშის მოძიება.სწორედ ამიტომ, არ აქვს მოპოვებული ეროვნულ გუნდს ტიტულები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენც ავალთ კვარცხლბეკზე.შესაძლოა, 2016 კონტინენტის პირველობაზე მოხდეს ეს.“

„ვოცნებობ, რომ ჩემი შვილი მამის კვალს გაჰყვეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში თავსიუფალი იქნება და თავად აირჩევს გზას.“

„არ ვსაჭიროებ წონის მუდმივ კონტროლს, რამეთუ ყოველთვის ფორმაში ვარ.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისათვის.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)