გუნდმა მზადება დაიწყო

დღეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები კიდევ ერთხლ შეიკრიბნენ "ვალდებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი სამწვრთნელო სესიას გამართეს, რომელსაც საპატიო მიზეზების გამო კარლო ანჩელოტი არ ესწრებოდა...


საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ელიტარულ მწვრთნელთა ფორუმზე იმყოფება ქალაქ ნიონში, სწორედ ამიტომ ვარჯიშს მისმა ასისტენტებმა უხელმძღვანელეს.

მთავარი გუნდიდან მხოლოდ ნაჩო, ჩიჩარიტო, ასიერ ილიარამენდი, არბელოა და კეილორ ნავასი ჩანდნენ საწვრთნელ ბაზაზე, დანარჩენი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.

მეკარეებს ვილიამ ვეკი ავარჯიშებდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარ გუნდთან ერთად იყო კასტილიელთა კარის დარაჯი რუბენ იანესი.

სესიის დროს მთავარი აქცენტი ბურთით ვარჯიშზე გაკეთდა, მწვრთნელები ცდილობდნენ, რომ ფეხბურთლებს რაც შეიძლება დიდხანს ჰქონოდათ ბურთთან შეხება.

სამეფო კლუბი "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის ემზადება, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება, იქამდე კვირაზე მეტი გახლავთ დარჩენილი, თუმცა სანაკრებო ბატალიების გამო კარლო ანჩელოტის უმოკლეს დროში მოუწევს გუნდის მომზადება "ბერნაბეუს" მატჩისთვის, რადგან ფეხბურთელები ესპანეთის დედაქალაქს მატჩამდე 3-4 დღით ადრე დაუბრუნდებიან.

გუნდმა მზადება დაიწყო
გუნდმა მზადება დაიწყო
გუნდმა მზადება დაიწყო
გუნდმა მზადება დაიწყო

dle 10.1

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2014
  • 2208
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)