ჩიჩარიტო : "საუკეთესო კლუბში მოვხვდი"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ჩიჩარიტო ერნანდესმა RealMadrid TV-ს საკმაოდ საინტერესო კითხვებს უპასუხა. მექსიკელი ფეხბურთელის აზრით ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვდა და ეს დიდი გამოწვევაა, რომელიც შესაბამისად უნდა მიიღოს...


როგორი იყო თქვენი პირველი საათები მადრიდულ გუნდში?

სიმართლე გითხრათ, დიდი ეიფორია იყო, ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. გავაფორმე კონტრაქტი, დავათვალიერე მუზეუმი, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონი, შევხვდი ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. ემოციური დღე იყო.

მიხვდით, რომ ამ გუნდის ნაწილი გახდით?

თავისთავად. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან ერთად შენ გიწევს უდიდესი პასუხისმგებლობით თამაში. მოტავაცია ისეთი რამ არის, რომელიც ყველას სჭირდება, მე არასდროს დამზარებია შრომა. დარწმუნებული ვარ "მერენგების" შემადგენლობაში ფეხს მოვიკიდებ და გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე გავხდები. მერწმუნეთ, ბევრი სარგებელის მოტანა შემიძლია და ამას ყველას ვაჩვენებ.

ოცნებობდით მადრიდის "რეალის" ფეხბურთელობაზე?

ალბათ ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომელიც მადრიდულ გუნდში თამაშზე უარს განაცხადებდა. მე ბავშვობიდანვე აქტიურად ჩავები სპორტის ამ სახეობაში. მამაჩემი ფეხბურთს თამაშობდა, ჩემთვის ყოველთვის ბედნიერი დღეები იყო შაბათი და კვირა, რადგან ჩემპიონატები იმართებოდა. დავდიოდი სტადიონზე, ვუყურებ მამაჩემისა და სხვა ფეხბურთელების თამაშს. მექსიკაში სპორტი ძალიან უყვართ, ფეხბურთი კი პირველ პლანზეა გამოწეული. რამდენიმე წლის წინ მანჩესტერ "იუნაიტედისგან" მივიღე შემოთავაზება და დაუფიქრებლად დავთანხდი, რადგან ევროპაში მსურდა ძალების მოსინჯვა. მექსიკის ჩემპიონატში ასპარეზობით უმაღლეს მწვერვალებს ვერ დაიპყრობ. ინგლისში დიდი გამოცდილება მივიღე, რის საფუძველზეც დღეს თეთრი მაისური მაცვია და ძალიან ბედნიერი ვარ.

რომელია თქვენი საუკეთესო პოზიცია?

მე ცენტრ-ფორვარდი გახლავართ, სუფთა ამპლუა სწორედ ეს არის, მაგრამ უკან დახეულიც არაერთხელ ვყოფილვარ როგორც "იუნაიტედის" შემადნგელობაში, ასევე მექსიკის ნაკრებში. რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. ახალგაზრდული ასაკი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოედანზე ბევრი ვირბინო, სწორედ აქედან გამომდინარე მობილური ვარ.

როგორ ფიქრობთ, უგო სანჩესის დონემდე მიხვალთ?

უგოს პირადად არ ვიცნობ, თუმცა მან შეტყობინებით მომილოცა გამადრიდელებმა. მამაჩემისგან და ბაბუასგან ძალიან ბევრჯერ მსმენია ამ ლეგენდის შესახებ, მისი თამაშის ვიდეოჩანაწერი არაერთხელ მაქვს ნანახი, ის უბრალოდ დიდებული მოთამაშე იყო, რომელიც მადრიდული კლუბის გულშემატკივართა კუმირი გახლავთ. ის არის საუკეთესო მექსიკელი, რომელსაც "ბლანკოსის" ფორმა მოურგია. მე მსურს ახალი ისტორია შევქმნა და ინჩასების გული მოვიგო, 1 წლიანი კონტრაქტი საკმარისია იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოვახდინო. იმედიანად ვარ განწყობილი, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

რას ნიშნავს მექსიკელთათვის თქვენი "რეალში" გადასვლა?

დარწმუნებული ვარ მექსიკის ნაკრების თითოეული გულშემატკივარი ძალიან ბედნიერია, რომ მათი წარმომადგენელი ისეთი დიადი კლუბის ღირსებას დაიცავს, როგორიც "რეალი" გახლავთ. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება, რომელსაც აუცილებლად მოვახმარ ეროვნულ გუნდს. თითოელი ადამიანი ამაყი იქნება იმით, რომ მე "მერენგების" რიგებში ჩავირიცხე, მზად ვარ მათი იმედები გავამართლო.

სეზონი უკვე დაიწყო, თქვენ კი ახლა შეუერთდით გუნდს, მოახერხებთ დროულ ადაპტაციას?

მთავარი ის არის, რომ მე მიყვარს ფეხბურთის თამაში და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ სასურველ კონდიციაში ყოფნისთვის. ადაპტაცია არასდროსაა იოლი, მაგრამ როდესაც თანაგუნდელები მხარში გიდგანან ყველაფერი იოლად ხდება, დარწმუნებული ვარ "რეალში" ბევრი მეგობარი მეყოლება, რომლებიც გვერდში დამიდგებიან. საუკეთესო კლუბში მოვხვდი და ვალდებული ვარ გაცემული ავანსები გავამართლო, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

რას იტყვით ალფრედო დი სტეფანოზე?

ის არამხოლოდ "რეალის", არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა, მან საფეხბურთო სამყარო საკუთარი ისტორია შექმნა და ყველას უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა, მას თითოეული გულშემატკივარი უდიდესი პატივს ვცემ, სხვგავარად ვერც იქნება, რადგან ჩვენ ლეგენდაზე ვსაუბრობთ. dle 10.1

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2014
  • 3370
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)