მეკარეთა თემა შესაძლოა კიდევ გადაიხედოს?

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით იკერ კასილასი ლა ლიგაში ძირითადი მეკარის სტატუსით ისარგებლებს. სავარაუდოდ, ანალოგიური სიტუაცია იქნება ჩემპიონთა ლიგაზეც, ახალწვეული კეილორ ნავასი კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ კოპა დელ რეით შემოიფარგლება, თუმცა...


როგორც ჩანს კარლო ანჩელოტი რეალ "სოსიედადთან" მატჩმა დააფიქრა. ექსპერტთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ არცერთ შემთხვევაში კაპიტანი დამნაშავე არ იყო, თუმცა ბევრიც ამტკიცებს, რომ ესპანელს შეჯანჯღარება სჭირდება, რადგან ის ვერ არის ისეთივე სწრაფი და ეფექტური, როგორიც ადრე იყო.

ამ ყველაფერს ემატება "მარკას" გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი არა ლეგენდარული კაპიტანს, არამედ ნავასს ირჩევს.

არ არის გამორიცხული ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა შანსი კოსტარიკელ ახალწვეულს მისცეს, რომელიც "ლევანტეში" ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებდა. იგივეს თქმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზეც, სადაც მან საკუთარი ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვა.

ამჟამად კასილასი ვისენტე დელ ბოსკეს განკარგულებაში იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია სასტარტოში მოგვევლინება თუ არა იგი, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2014
  • 2525
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)