ფლორენტინო პერესი ანჩელოტის და რონალდუს დაუპირისპირდა

გავრცელებული ინფორმაციით ესპანეთის დედაქალაქში სიტუაცია არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს...


მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდუმ ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს წასვლის შესახებ გაიგო, ფეხბურთელი აშკარად და ღიად აცხადებს, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა და ამ მოთამაშეებს "ბლანკოსში" შემცვლელი ვერ ეყოლებათ.

ბუნებრივია ამ ინფორმაციამ პრეზიდენტ პერესამდეც მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ესპანელი პრეზიდენტი ძალიან გაბრაზდა და კრიშტიანო რონალდუს გაჩუმება ურჩია. ფლორენტინოს აზრით გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა ფეხბურთელების განსასჯელი არ უნდა იყოს და ამას "რეალში" არავინ დაუშვებს, მისი თქმით ფეხბურთელის მოვალეობა ეფექტურად თამაში და გუნდისთვის წარმატების მოტანაა და არა ხელმძღვანელობის გაკიცხვა.

ასევე ვრცელდება ჭორები (რამდენად შეესაბამება სიმართლეს ვერ გეტყვით) იმის შესახებ, რომ ანჩელოტის არ ესმის თუ რისთვის შეიძინა პერესმა ხამეს როდრიგესი, როდესაც გუნდში ანხელ დი მარია იყო, თუმცა ამაზე ღიად არავინ საუბრობს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანხელის ადგილი "რეალში" აღარ იყო, რადგან მან პრეტენზიების წამოყენება დაიწყო, ხამესმა კი მსოფლიო ჩემპიონატზე იდეალურად ითამაშა, სწორდ ამიტომ გახდა ის "ბლანკოსის" წევრი.

პრეზიდენტი ასევე გაცეცხლებულია რეალ "სოსიედადთან" დაფიქსირებული შედეგის გამო და მთავარ მწვრთნელს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს. dle 10.1

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2014
  • 8212
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)