რადამელ გარსია : "ფალკაო "რეალში" გადასვლაზე თანახმა იყო"

რადამელ გარსია, რომელიც რადამელ ფალკაოს მამა გახლავთ ჟურნალისტებს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა...


"ჩვენ მთელი ზაფხულის მანძილზე გაუგებარ მდგომარეობაში ვიყავით. ფალკაოს კლუბის და გარემოს გამოცვლა სურდა, თუმცა არ იცოდა თუ სად გაგრძელდებოდა მისი საფეხბურთო კარიერა. იყო პერიოდი, როდესაც მან საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მას სხვა გამოწვევის მიღება სურდა."

"ფლორენტინო პერესმა არაერთხელ მოგვმართა, თუმცა რატომღაც ისე ხდებოდა, რომ აქტიურობის შემდეგ მუდმივად თავს იკავებდნენ ტრანსფერიც გაჩარხვისგან."

"მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობას "მონაკოსთვის" შესაბამისი თანხის გადახდა არ სურდა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ შეთანხმება არ შედგა. რადამელს ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ მზად იყო "ბლანკოსში" გადასასვლლად, თუმცა მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე გაიწელა."

"31 აგვისტოს შემოთავაზება "სიტისგან" და "იუნაიტედისგან" მივიღეთ. ჩემი შვილი არც დაფიქრებულა და ისე აირჩია წითლები, რადგან ამ გუნდს უდიდესი ტრადიციები აქვს. ჩემი აზრით პრემიერლიგის ყველაზე ძლიერი გუნდი მანჩესტერი გახლავთ. შარშან მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ ეს საერთო სურათზე არ აისახება."

"კოლუმბიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ფალკაოს გარეშე გამოვიდა, ეს ჩემი შვილისთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდი უკან მორჩა, ჩვენ საბრძოლველად ვემზადებით." dle 10.1

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2014
  • 2482
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)