ანჩელოტი ნულიდან იწყებს

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ლა დესიმას" მოგების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს...


ვერავინ იფიქრებდა, რომ საათივით აწყობილი გუნდი, რომელიც იტალიელ სპეციალისტს მაისის თვეში ჰყავდა სექტემბრისთვის დაშლილი იქნებოდა.

გუნდი დატოვა ჩაბი ალონსომ, ლოპესმა კაზემირომ, მორატამ და ანხელ დი მარიამ, რის სანაცვლოდაც ფლორენტინო პერესმა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხამეს როდრიგესი, ხავიერ ერნანდეს, კეილორ ნავასი და ტონი კროოსი შეიძინა, მაგრამ ისმის კითხვა: "ჩაანაცვლებენ ეს ფეხბურთელები იმ ძირითად ბირთვს, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო?"

კარლო ანჩელოტიმ რეალ "სოსიედადის" წინააღმდეგ 4-3-3 წყობით ითამაშა, ნახევარდაცვაში ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და ისკო ირჯებოდნენ, ხამეს როდრიგესი კი ამ შემთხვევაში რონალდუს შემცვლელად მოგვევლინა.

რას აპირებს კარლო? სავარაუდოდ ისკო ალარკონი რონალდუს დაბრუნების შემდეგ კვლავაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და მის ადგილს ხამეს როდრიგესი დაიკავებს. ტრიო მოდრიჩმა, როდრიგესმა და კროოსმა უნდა შექმნან, ანუ რა გამოდის? ნახევარდაცვა კიდევ უფრო შემტევი იქნება, ვიდრე არასატეს გუნდთან იყო. შარშან კი სამეული ასე გამოიყურებოდა : მოდრიჩი, ალონსო, დი მარია. ფაქტია ამ ტრიომ დიდებული სეზონი ჩაატარა და ორი მნიშვნელოვანი ტიტულის შესძინა კლუბის მუზეუმს. ისინი საკმაოდ პროდუქტიულად ირჯებოდნენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

სამეფო კლუბს დაცვითი პრობლემებიც აქვს, რადგან ბასკებთან მატჩში აშკარად გამოჩნდა სისუსტეები, თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილი ამ ყველაფერს არა დაცვას, არამედ ნახევარდაცვას აბრალებს. სწორედ "სოსიედადთან" გამოჩნდა, თუ რას ნიშნავდა კლუბისთვის ჩაბი ალონსო, რომელმაც გეზი "ბაიერნისკენ" აიღო. ფაქტიურად ჩამშლელი ნახევარმცველი ამ ფორმაციის "რეალს" არ ჰყავდა.

მეორე ტაიმში მოედანზე სამი ხედირა გამოჩნდა, რომელმაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად დაალაგა, თუმცა ამ დროს "ბლანკოსი" უკვე საშინლად ქაოსური იყო და გერმანელი ნამდვილად ვერ გამოდგებოდა მშველელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ კარლო ანჩელოტის სერიოზული პრობლემების გადაჭრა მოუწევს, მან ახალი ფორმაციის "რეალი" უნდა ჩამოაყალიბოს. სეზონი კი უკვე დაწყებულია, გუნდმა ლა ლიგაში 2 დაპირისპირება გამართა, აქედან ერთი როგორც (ერთ-ერთი ქართველი, ცნობილი ტელეწამყვანი იტყოდა) "ვისვაივაგლახით" მოუგო კოდრობას, "სოსიედადთან" კი ნამდვილი ფიასკო განიცადა.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 2 სექტემბერი 2014
  • 4924
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)