კაპელო : "ტონი კროოსი არ არის ჩამშლელი"

ფაბიო კაპელოს განცხადებით, კარლო ანჩელოტი გენიალური სპეციალისტია და მან ძალიან კარგად იცის საკუთარი შემადგენლობის შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ტონი კროოსის ჩამშლელად დაყენება ცოტა არ იყოს სარისკოა...


"ჩემი თანამემამულე ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის მთავარი შემოქმედი გახლავთ. მან უდიდესი სამუშაო შეასრულა და "რეალს" ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა."

"არ დაგვავიწყდეს ანხელ დი მარიას პოზიციის შეცვლა, მან არგენტინელში აბსოლუტურად სხვა ფეხბურთელი დაინახა და შეგირდმაც გაამართლა."

"როგორც ჩანს ანხელის სიტუაციის განმეორებას ანჩელოტი ტონი კროოსის შემთხვევაშიც გეგმავს, მაგრამ ჩემი აზრით გერმანელი ფეხბურთელის ჩამშლელად დაყენება სარისკოა, რადგან ის სუფთა საყრდენია, მას შეტევების წამოწყება და გადაცემების განაწილება ბევრად უფრო კარგად გამოსდის, ვიდრე მეტოქეზე ბურთის ართმევა."

"როგორც ვხედავ "რეალი" კვლავ 3 ნახევარმცველით ითაშებს, ესენი კი ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი იქნებიან. ამ მოთამაშეებს შორის ჩამშლელი არ არსებობს, დღევანდელ ფეხბურთში კი ამხელა რისკით თამაში სახიფათოა."

"რეალ "სოსიედადთან" დაპირისპირებაში კროოსი სუფთა ჩამშლელი იყო, შედეგად კი 4-2 მივიღეთ, თანაც როდის? მაშინ როდესაც მე-10 წუთზე მადრიდული გიგანტი 0-2 იგებდა და ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა."

"ჩაბი ალონსოს გუნდიდან წასვლა "ბლანკოსს" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. ბასკი ფეხბურთელი იდეალური იყო როგორც ჩამშლელი და ასევე არანაკლებ ეფექტური, როგორც შეტევის დამწყები საყრდენი მოთამაშე, მას უდიდესი როლი ჰქონდა გუნდში. ჩემი აზრით გამოსავალი სამი ხედირას სწორად გამოყენებაში მდგომარეობს. საინტერესო რა ცვლილებებს შეიტანს მთავარი მწვრთნელი საკუთარი გუნდის სათამაშო სტილში." dle 10.1

  • Hala
  • 2 სექტემბერი 2014
  • 3570
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)