არასატე : "მადრიდელთა დამარცხებაზე ვფიქრობთ"

რეალ "სოსიედადის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს საკუთარ მოედანზე წარმატების მისაღწევად...


"ვერ გეტყვით როგორი შედეგები მექნება და რამდენი ხნის მანძილზე გავწვრთნი ამ კლუბს, თუმცა ახლა მხოლოდ "რეალთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობ, რადგან ურთულესი მეტოქე გვყავს, რომელთანაც ძალიან ფრთხილი თამაში გვმართებს."

"ბოლო წლების განმავლობაში სან-სებასტიანურ კლუბს მადრიდელებთან არც ისე კარგი სტატისტიკა აქვს, მაგრამ თითოეულ დაპირისპირებაში "ბლანკოსს" ძალიან უჭირს, რადგან "ანოეტა" ყოველთვის თავის პოზიციაზეა, აქაური გულშემატკივრები სტუმრებს ყოველთვის პრობლემებს უქმნიან."

"ევროპის ლიგის მატჩის გახსენება აღარ გვსურს, ამან დიდი დარტყმა მოგვაყენა როგორც კლუბის პერსონალს, ასევე ფანებს. ჩვენ გვსურს დავამარცხოთ "ბლანკოსი" და ხასიათი ოდნავ მაინც გამოვიკეთოთ, რადგან წინ მთელი სეზონია, სადაც დანებებას არ ვაპირებთ, ჩვენი მოწოდება ბრძოლაა, აქედან გამომდინარე ეს კოლექტივი საკუთარ სიტყვას იტყვის."

"ანჩელოტიმ ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაკარგა. ჩაბი ალონსო "რეალისთვის" ყველაფერი იყო, ანხელ დი მარიამ კი შარშანდელ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა, ის ასევე ეფექტური იყო წინა წლებში, მაგრამ მათ შენაძენებიც გააკეთეს, ასევე გაიხსენეთ კრიშტიანო რონალდუ, მოდრიჩი და სხვები. იტალიელ სპეციალისტს საკმარისი რესურსი აქვს, დარწმუნებული ვარ ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს." dle 10.1

  • Hala
  • 31 აგვისტო 2014
  • 2242
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)