ბოლო ვარიანტი ხოსელუა?

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ფორვარდის ძიებაშია. რადამელ ფალაკოსთან მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა და ჯერ-ჯერობით უცნობია მომდევნო 2 დღეში (სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება) ყველაფერი მოესწრება თუ არა...


ახალი ინფორმაციით თანახმად ფლორენტინო პერესი აინტრახტელ ხოსეულსაც განიხილავს, რომელიც "კასტილიაში" გახლავთ აღზრდილი, თუმცა უკვე არც ისე პატარა დროა ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

ჯერ-ჯერობით არავითარი ფინანსური დეტალები არ სახელდება, რადგან მთავარი მიზანი რადამელის დამატებაა, მას ასევე ალტერნატივებიც ჰყავს ალვარო ნეგრედოსა და ფერნანდო ლორენტეს სახით, თუმცა როგორც ჩანს დიდია შანსი იმისა, რომ ხოსელუ დაუბრუნდეს მშობლიურ კედლებს.

კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ სამეფო კლუბში არცერთი ფეხბურთელი აღარ მოვა, თუმცა რეალობა სხვა რამეს ასახავს. ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ კლუბი კიდევ უფრო დასუსტდა, შეტევის გაძლიერება მთავარ მწვრთნელს მხოლოდ ისკო ალარკონის სახით შეუძლია.

გუნდში ასევე არის ხესე როდრიგესი, რომელიც ტრავმირებულია და მინიმუმ 2 თვე ვერ შეძლებს ვარჯიშს, ამიტომ მასზე გათვლა დამღუპველი იქნება.

და ბოლოს, მაინც ისმის კითხვა რისთვის გაუშვეს ალვარო მორატა, რომელმაც შარშან მართლაც დიდი პროგრესი აჩვენა? მითუმეტეს ის სათადარიგოთა სკამზე ხშირად ჯდომის შემთხვევაშიც არ გამოაცხადებდა პრეტენზიას. dle 10.1

  • Hala
  • 30 აგვისტო 2014
  • 2551
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)