ალონსო: "ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც კლუბი არ ეთანხმებოდა"

უკვე ბაიერნის ფეხბურთელი ალონსო სამეფო კლუბის ქომაგებთნ გამოსამშვიდობებლად მადრიდში დაბრუნდა.


"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩემი გამადრიდელებიდან პირველივე დღეს თავი ისე მაგრძნობინეს როგორც საკუთარ სახლში. დროა დავემშვიდობო მათ, მაგრამ მინდა გახსოვდეთ მე ყოველთვის ვიქნები იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელსაც მადრიდის რეალი ჰქვია."

"აქ შესანიშნავი 5 წელი გავატარე და ბევრ წარმატებას მივაღწიე. ახლა კი მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რადგან რეალიდან წასვლა ადვილი არასოდეს არის. წინ ახალი გამოწვევები მელის. ჩემს თავთან და კლუბთან მართალი რომ ვყოფილიყავი, დიდ ხანს ვფიქრობდი და მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ახლა არის საუკეთესო დრო დასამშვიდობებლად."

"კლუბი არ ეთანხმებოდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მათ გაიგეს ჩემი და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფლორენტინო პერესს. აგრეთვე მადლობას ვუხდი ხოსე ანხელ სანჩესს, სწორედ ამ ორმა ადამიანმა გარდაქმნა რეალი ჩემს სახლად და ამდენი წლის განმავლობაში მათგან ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი. მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, მათი წყალობით რეალში მოსვლის შემდეგ უკეთეს ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოვყალიბდი. რა თქმა უნდა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩემი კოლეგებისთვის, მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. როგორც იქნად ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით და ბერნაბეუზე ლა დესიმა ჩამოვიტანეთ. მადლობა სამეფო კლუბის ყველა თანამშრომელს."

"მე მქონდა პატივი და პრივილეგია მეთამაშა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და მისი სრულუფლებიანი წევრი ვყოფილიყავი. ბერნაბეუ კი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მოგონებებში."

"რეალს ახლა უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. რაც მთავარია გუნდმა შეიძინა კროოსი, მასთან თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ რეალის ნახევარდაცვის ხაზი საიმედო ხელშია. დარწმუნებული ვარ ის უბრძოლველად არაფერს დათმობს. სამეფო კლუბი კი კვლავ ყველა ტურნირის ფავორიტია, რადგან ყველა პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული."

"მეათეს მოპოვების შემდეგ, მივხვდი რომ კლუბში ახალი ერა იწყებოდა და მეც ახალი გამოცდილების მიღება მსურდა. დადგა ის დრო, როდესაც უნდა დაგემშვიდობოთ." dle 10.1

  • Junior
  • 29 აგვისტო 2014
  • 6031
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)