ბუტრაგენიო : "რონალდუ მოწოდების სიმაღლეზე დგას"

ემილიო ბუტრაგენიომ "კორდობასთან" დაპირისპირება გააანალიზა...


"უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ, რადგან ლა ლიგაში ყოველთვის თითოეულ დაპირისპირებას უნდა მიაქციო ყურადღება. როდესაც "ბარსელონა" იგებს, იძულებული ხარ გამარჯვებას მიაღწიო, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა წაბორძიკება ძვირად დაგიჯდეს."

"კორდობას დაბრუნებას ვულოცავ, მათ მართლაც ძალიან საინტერესო ფეხბურთი შემოგვთავაზეს, დარწმუნებული ვარ ამ კლუბს მომავალი აქვს."

"მიუხედავად ყველაფერისა, კრიშტიანო რონალდუ მოწოდების სიმაღლეზე დგას. დარწმუნებული ვარ პორტუგალიელი ფეხბურთელი კიდევ უფრო მოუმატებს. შვიდიანმა მნიშვნელოვანი ბურთის გატანა მოახერხა."

"მეკარეზე ვერაფერს გეტყვით. დარწმუნებული ვარ სპეკულაციები სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, ყველაფერს კარლო ანჩელოტი გადაწყვეტს, რადგან მთავარი მწვრთნელი სწორედ იტალიელი გახლავთ."

"ანხელ დი მარია ერთ-ერთი საუკეთესოა მოთამაშეა, მან მადრიდული კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდა. არგენტინელ ფეხბურთელს მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ ის ბევრჯერ შეგვახასენებს საკუთარ თავს."

"ჩვენ ყოველ ზაფხულს საუკეთესო ფეხბურთელები მოგვყავს გუნდში. ხამეს როდრიგესმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას აჩვენა, რომ უდიდეს ნიჭს ფლობს, სწორედ ამიტომ კოლუმბიელი მოთამაშე დღეს "ბლანკოსის" ღირსებას იცავს. მისი იმედი გვაქვს."

"ხედირა ყოველთვის სასარგებლო ფეხბურთელი იყო სამეფო კლუბში. როდესაც გერმანელი მოედანზეა, ნახევარდაცვა სტაბილურდება." dle 10.1

  • Hala
  • 26 აგვისტო 2014
  • 2115
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)