ანჩელოტი : "გუნდს ტემპი აკლდა"

კარლო ანჩელოტიმ "კორდობას" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და დეტალები განიხილა...


"კარგი თამაში ნამდვილად არ ყოფილა, რადგან კლუბს ტემპი აკლდა. აქ ტაქტიკური გადაადგილებები არ ყოფილა, უბრალოდ ბურთის კონტროლს მეტი დრო დავუთმეთ, მაგრამ არ ჩანდა ინტენსივობა, სწორედ ამიტომ გამოვიდა არც ისე ლამაზი პაექრობა."

"კარიმ ბენზემას გოლმა ძალიან გამახარა. იმედი მაქვს ამის შემდეგ ჟურნალისტებს უსაფუძვლო კრიტიკას თავს დაანებებენ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ცხრიანი გაიტანს თუ არა, რადგან მას სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებაც აქვს დავალებული, რომელსაც ბრწყინვალედ ართმევს თავს."

"კრიშტიანოს მოედანზე გამოსვლაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ საბოლოო ჯამში ექიმებმა ნება დამრთეს. ის ამ კვირაში დამატებით ფიტნეს-ვარჯიშებს ჩაატარებს, რის შემდეგაც უკვე სრულყოფილად მოახერხებს თამაშის ჩატარებას. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც 3 ქულა გავინაღდეთ."

"პეპესა და რამოსის დუეტით აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, პორტუგალიურ-ესპანური ცენტრი მსოფლიოში საუკეთესოა, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ ყველა ბურთზე და ერთმანეთს შესანიშნავად აზღვევენ. კეპლერი და სერხიო უკვე წლებია ერთად თამაშობენ და სწორედ ეს განაპირობებს მათ ასეთ ურთიერთობას."

"ხამესის პოზიცია არ შემიცვლია, უბრალოდ ჩავთვალე, რომ მას უფრო ღრმად შეუძლია თამაში, სწორედ აქედან გამომდინარე კოლუმბიელი ბევრს მოძრაობდა. მისი ადაპტრაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს. ალონსოს კი დასვენების საშუალება მივეცი, რადგან შესაბამისი რესურსი ნამდვილად არსებობს, ესპანელმა კი ზედიზედ რამდენიმე პაექრობაში მიიღო მონაწილეობა."

"გუნდი დაღლილი არ არის, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია, თუმცა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშის გამართვა ურთულესია, მითუმეტეს ჩვენ სუპერთასზე ძალიან დიდი ძალები დავხარჯეთ, სხვაგვარად "ატლეტიკოსთან" ვერ იასპარეზებ. ვფიქრობ, კლუბი ბურთს კარგად ფლობდა და ძალებიც შეინარჩუნა, ახლა კი მეტი დრო გვექნება დასვენებისთვის."

"ვინც ფიქრობს, რომ მცირე კოლექტივი მყავს , მინდა ვუთხრა, რომ ნახევარდაცვის რგოლში დიდმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომელთაც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ანხელ დი მარია გამოგვაკლდა, მაგრამ გადათვალეთ, რამდენი უნივერსალი შუახაზელია კლუბში. ჩვენ კარგი რესურსი გვაქვს." dle 10.1

  • Hala
  • 26 აგვისტო 2014
  • 2409
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)