ანჩელოტი: "კალდერონზე გოლების გასატანად და მოსაგებად გავალთ"

მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"ატლეტიკოს მცირე უპირატესობა აქვს, რადგან ჩვენ გოლი გვაქვს გასატანი. კალდერონზე გოლების გასატანად და ესპანეთის სუპერთასის მოსაგებად გავალთ. საერთო ჯამში გუნდნმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში სრულად ვაკონტროლებდით მატჩს. სამივე ნახევარმცველის გარჯით კმაყოფილი ვარ."

რონალდოს შეცვლა
"მან დისკომფორტი იგრძნო და შევცვალეთ. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ყველაფერი გვეცოდინებ. არამგონია რამე სერიოზული იყოს."

დი მარია
"არაერთხელ განვაცხადე, რომ დი მარია მადრიდის რეალის ფეხბურთელია და მას ვენდობი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი. სიმეონემ თქვა, რომ ანხელი რეალის საუკეთესო ფეხბურთელია, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სამეფო კლუბში ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი და ბეილი თამაშობენ. მისი სიტყვები ნაწილობრივ მართალია დი მარია ნამდვილად გახლავთ რეალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბედნიერი ვარ, რომ მას ვწვრთნი."

ხამესი
"ხამესმა გაიტანა პირველი გოლი, რაც მას თავდაჯერებულობას შემატებს. საერთოდ მოედანზე შემოსვლის შემდეგ მატჩს მეტი დინამიკა შესძინა. მომეწონა მისი თამაში და ვფიქრობ მომავალში მისგან უფრო მეტს უნდა ველოდოთ."

გაშვებული გოლი
"როდესაც გოლი გავიტანეთ დიდ უპირატესობას ვფლობდით, სამწუხაროდ კარის მშრალად შენარჩუნება ვერ შევძელით. გოლი მცველების უყურადღებობის ბრალი იყო, მათ კარგად უნდა აეყვანათ საჯარიმოში მყოფი ატლეტიკოს ფეხბურთელები. იკერს ამ ბურთის აღების თეორიული შანსიც არ ჰქონდა. უკვე გადავწყვიტე ვინ იქნება პირველი მეკარე, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ.

ატლეტიკოს "ხელბურთი"
"სიმართლე გითხრათ არ დამინახავს ეგ მომენტი. რა თქმა უნდა დაგვაზარალა ჩვენ ამ მომენტმა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს."

სურპრიზი ატლეტიკოს თამაშში
"ახალი არაფერი. ისინი ყოველთვის ასეთი აგრესიული და ინტენსიური თამაშით გამოირჩეოდნენ. dle 10.1

  • Junior
  • 20 აგვისტო 2014
  • 2504
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)