დი მარია 26 905, ხამესი 9 231

ესპანურმა გამოცემამ "ას" გამოკითხვა ჩაატარა. მათ აინტერესებთან თუ ვისი ხილვა სურდათ სასტარტო შემადგენლობაში მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს სუპერთასის დაპირისპირებაში...


როგორც ჩანს დედაქალაქელების გული კვლავაც ანხელი დი მარიასკენ იწევს, რომელმაც "ფიორენტინასთან" შეხვედრაში დიდებულად იასპარეზა და დაამტკიცა, რომ "ბლანკოსში" დარჩენის ღირსია და მისი დონის ნახევარმცველი დღევანდელი ფორმაციის "რეალს" არ ჰყავს.

გამოკითხულთა 75%-ზე მეტმა ანხელი სასტარტო განამწესა, ხოლო ხამეს როდრიგესმა მხოლოდ 25% აიღო. არგენტინელის საქმეში ხილვა 26 905 გულშემატკივარს სურს, ხოლო 9 231 ქომაგი თვლის, რომ კოლუმბიელმა როდრიგესმა დაიმსახურა თერთმეტეულში მოხვედრა.

ესპანელი გულშემატკივრები თვლიან, რომ ხამესმა ბრაზილიაში ჩატარებულ მუნდიალზე იდეალურად იასპარეზა და ნაკრების უდავო ლიდერი გახლდათ, თუმცა საუკეთესო თვისებების გამოვლენა "მერენგების" კოლექტივში ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა, ამიტომ სუპერთასის ფინალში მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესება უპრიანი იქნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა აზრზეა კარლო ანჩელოტი, თუმცა წინასწარი შემადგენლობების მიხედვით არცერთი ფეხბურთელი სასტარტოში არ არის და ნახევარდაცვის სამ ადგილს ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და ჩაბი ალონსო გაინაწილებენ. dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2014
  • 1549
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)