სიმეონე : "რეალს ჩვენთან გაუჭირდება"

მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცის, დიეგო სიმეონეს განცხადებით, მისი გუნდი ორივე დაპირისპირებაში ბოლომდე დაიხარჯება და კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ანგარიშგასაწევი ძალა გახლავთ...


"ზოგადად, როდესაც პატარა გუნდი წარმატებას აღწევს, გრანდები მისი გაძარცვისთვის ემზადებიან. ჩვენ შარშან არნახული პროგრესი ვაჩვენეთ. მოვიგეთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მოგებამდე რამდენიმე წუთი დაგვაკლდა, მადრიდის "რეალს" იმ პაექრობაში ძალიან გაუმართლა, რასაც პირველ რიგში სერხიო რამოსის იღბალს მივაწერ."

"რამდენიმე ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დავკარგეთ, განსაკუთრებით ამის თქმა დიეგო კოშტაზე შეიძლება, იგივეს თქმა შეიძლება ფელიპესა და კურტუაზე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა თანხა არ დაინანა და ბევრი ახალწვეული მყავს, რომელთა ადაპტაციით კმაყოფილი ვარ. ახალი გუნდის შენება მიწევს, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად არსებობს."

"კარლო ანჩელოტის კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ ვთვლი, რომ მათი თამაშის დონე არ გაიზრდება, უბრალოდ თანაქალაქელებს მეტი რესურსი ექნებათ. "როხიბლანკო" დერბიში შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარ თავს ვუღალატოთ. შარშან ერთ სტილში გამოვდიოდით მოედანზე და საბოლოო ჯამში იდეალური შედეგი მივიღეთ. "ბარსელონასთან" და "ბლანკოსთან" კონკურენცია იოლი არ გახლავთ."

"გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი შეტევას უსწრაფესად ანვითარებენ, თუმცა მცველებს მაქსიმალურად მობილიზებას მოვთხოვ, სხვა შემთხვევაში ფიასკო გარდაუვალი იქნება."

"მოიას გარჯით კმაყოფილი ვარ, კიპერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტიბო ღირსეულად შეცვალოს, აქედან გამომდინარე მისი დიდი იმედი მაქვს, იმედი მაქვს "მერენგების" დარტყმით დასრულებულ შეტევებს კარის დარაჯი გაუმკლავდება."

"რეალმა უკვე დაამარცხა "სევილია" და სუპერთასი მოიგო. ვფიქრობ, მათ გაუჭრიდებათ ესპანეთის სუპერთასის მოგებაც, თუმცა რეალური შანსი აქვთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად." dle 10.1

  • Hala
  • 18 აგვისტო 2014
  • 2150
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)