სალგადოს პრეს-კონფერენცია



სალგადომ ისაუბრა მადრიდის რეალისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე , ირლანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


როგორ გრძნობთ თავს ამ დღეებში ?

თავს მშვენივრად ვგრძნობ.

რას იტყოდით გავრცელებული ხმების შესაებ, თითქოსდა თქვენ კატარში გადადიხართ სათამაშოდ?

არაფერიც არ ხდება, მე კატარში ვიყავი საზოგადოებრივი საქმეების გამო. მადრიდის რეალს ჩემთვის არაფერი უთქვამს , ასე რომ მე კარიერის დასრულებას აქ ვაპირებ. წელს ჩემ კონტრაქტსაც ეწურება ვადა და ისე ჩანს, რომ კონტრაქტის დარღვევეა "არ მომიწევს".

ზიდანმა განაცხადა, რომ რიბერი რონალდუზე უკეთესია, თქვენ რას ფიქრობთ ?

მე ვამჯობინებ, რომ ვილაპარაკო იმათზე , ვინც მადრიდის რეალის შემადგენლობაში თამაშობს, შეიძლება რიბერიც შემოგვიერთდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არაა მადრიდისტი. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია რონალდუზე ვილაპარაკოთ, რომელიც მადრიდისტია და რომელსაც კლუბისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია.

მაშინ , რას ფიქრობთ კრიშტიანოზე?

მე ვერ ვიტყვი ისეთ რამეს, რაც თქვენ არ გაგიგიათ. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ასეთი ფეხბურთელებს მადრიდის რეალი ყოველთვის იზიდავდა. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ის მადრიდელია.

რას ფიქრობთ პელეგრინზე და დღეში სამჯერ ვარჯიშზე?

ეს მეორე შემთხვევაა ჩემს კარიერაში, როცა მიწევს დღეში სამჯერ ვარჯიში. ჩვენ ამ ტემში ოთხი დღის განმავლობაში ვივარჯიშებთ და ეს დაგვეხმარება ადაპტირებაში. მწვრთნელი კარგი ადამიანია, რომელმაც იცის, თუ რა უნდა და ამავდროულად ის ძალიან ახლოსაა ესპანურ ფეხბურთთან. მან შესანიშნავი სამუშაო გასწია ვილიარეალში და ამასთანავე ის ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობს.

აძლევთ თუ არა თავს უფლებას, რომ აქედანვე იფიქროთ ბერნაბეუზე გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე?


ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია ვიმუშავოტ უფრო მეტი , ვიდრე ვილაპარაკოთ. ეს იგივეა, როცა ფეხბურთელები "ტენიან" საკუთარ ბატარეებს და მთელ თავიანთ ენერგიას მომდევნო სეზონისკენ მიმართავენ. ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ ძალიან შორსაა, უმჯობესია, თუ ამას არ განვიხილავ. ჩვენ ეხლა სამშენებლო ეტაპზე ვიმოფებით და ამ დროს უმთავრესია საკუთარ სამუშაოზე ფიქრი.

ოდესმე თუ გინახავთ გულშემატკივრებში ასეთი ენთუზიაზმი?

ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს გვჭირდებოდა. როცა ზიდანი და ბეკჰემი მოვიდნენ, მაშინ ჩვენ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებდით. ახალი ფეხბურთელების მოსვლა, ახალ ენთუზიაზმს წარმოშობს ფანებში, ჩვენ გულშემატკივრებს დიდხანს ლოდინმა მოუწია და ეხლა დროა, რომ გავამართლოთ მათი იმედები და კლუბი დავაბრუნოთ იქ, სადაც მისი ადგილია.

რას ფიქრობთ , არის თუ არა პელეგრინი პიროვნულად იმდენად ძლიერი, რომ უხელმძღვანელოს მადრიდის რეალს?

მიმაჩნია, რომ ჩემი საქმე არაა იმაზე საუბარი , თუ რამდენად მოახერხებს ან ვერ მოახერხებს მწვრთნელი კლუბისთვის წარმატებების მოტანას. ეს კლუბის საქმეა. მისი ვილიარეალში ხუთწლიანი მწვრთნელობისას, მან შესანიშნავი სეზონები ჩაატარა, მან მოახერხა და კლუბი ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გაიყვანა.

რისი გაკეთება შეგიძლიათ კლუბისთვის ამ სეზონში?

მე ყველაფერს გავიღებ კლუბისთვის, ჩემი უპირველესი მოვალეობაა გავაკეთო ყველაფერი , რაც კი შემიძლია, რომ დავეხმარო კლუბს.

სჭირდება თუ არა კლუბს ესპანელი ვარსკვლავი?

ასეთი საკითხების განსჯის უფლება მე არ მაქვს. ნათელია, რომ კლუბს ესაჭიროება ესპანელები. ჩვენ ამ მხრივ "ვეტერანების" საკმაოდ კარგი ბაზა გვაქვს და არ უნდა დაგვავიწყდეს იკერი და სერხიო. ლაპარაკობენ, რომ ხაბი ალონსო გადმოვა მადრიდის რეალში . კლუბი აგრძელებს მუშაობას ტრანსფერებზე და ყიდულობს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მას ესაჭიროება , განურჩევლად ეროვნებისა.

თქვენი აზრით, რა იყო უმთავრესი შეცდომა "გალაქტიკოს ერის" პერიოდში?

ამის თქმა ძალიან ძნელია, ვინაიდან ყველა ერა ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ საკუთარი შეცდომებისგან. ამ წელს ძალიან დიდი ზეწოლა გველის. ჩვენ ვიყიდეთ მსოფლიო დონის სამი ვარსკვლავი, გვყავს ექვსი ფორვარდი, რომლებსაც შეუძლიათ ყოველ სეზონში 20 გოლის გატანა. უფრო უპრიანი იქნება, თუ ვისაუბრებ დიდებულ ტრანსფერებზე.



წყარო: realmadrid.com

dle 10.1

  • shvela
  • 15 ივლისი 2009
  • 2026
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)