ანხელის აგენტი ოპტიმალურ წინადადებას ეძებს

მოგეხსენებათ, ანხელ დი მარიას მომავალი ბურუსით არის მოცული. არგენტინელი ფეხბურთელი ყოველდღე მიდის "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და დიდი მონდომებით ვარჯიშობს, თუმცა მას აბარგებას უწინასწარმეტყველებენ...


სუპერთასის დაპირისპირებაში კარლო ანჩელოტიმ არგენტინელ ფეხბურთელს არცერთი წუთი არ მისცა მოედანზე გამოსასვლელად, რამაც ალბათ ყველა მადრიდისტაში უსამართლობის გრძნობა გამოიწვია. ფეხბურთელი, რომელმაც შარშანდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ფინალური დაპირისპირების გარეთ რჩება.

საზეიმო ცერემონიის დროს ანხელი თანაგუნდელებთან ერთად დიდი სიხარულით აღნიშნავდა მოგებულ ტიტულს, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბს მასთან კარგი ურთიერთობა აღარ აქვს.

ნახევარმცველის აგენტი საუკეთესო წინადადების ძიებაშია. დი მარიას შესაძენად "მონაკო", "პარისენჟერმენი" და "მანჩესტერი" იბრძვიან, მაგრამ პერესთან შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, პარიზულ კლუბს კი "უეფასთანაც" აქვს გარკვეული პრობლემები, რომლის მოგვარებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი ღიად აცხადებს, რომ ანხელისნაირი ვინგერი სჭირდება. dle 10.1

  • Hala
  • 14 აგვისტო 2014
  • 2313
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)