ინძაგის ალონსოც სურს?

იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, ფილიპო ინძაგიმ ადრიანო გალიანის ჩაბი ალონსოს შეძენაც სთხოვა...


ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ადრიანოსთან ინტენსიურ კონტაქტზეა, მისი აზრით არ არის საჭირო ხელმძღვანელობის ყველა დიალოგი გასაჯაროვდეს, თუმცა როგორც ჩანს ინფორმაციამ მაინც გამოჟონა, რომელიც სწორედ "რეალის" ბასკ ფეხბურთელს ეხება.

"როსონერის" სიტუაციით სარგებლობა სურს, რადგან სამეფო კლუბში აშკარად დიდი კონკურენციაა, რომელიც პირველ რიგში ნახევარდაცვის ცენტრში მძვინვარებს. კლუბს ორი ახალწვეული ჰყავს ხამეს როდრიგესისა და ტონი კროოსის სახით, რომლებიც ამპლუით სწორედ ნახევარმცველები არიან.

ფილიპო ფიქრობს, რომ ანჩელოტის ალონსო აღარ სჭირდება. მეტიც, იტალიელი ახალბედას აზრით ტონი კროოსის სახით მის თანამემამულეს ბასკი ფეხბურთელის იდეალური შემცვლელი ჰყავს, აქედან გამომდინარე სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში მადრიდული გიგანტის პრეზიდენტი შესაძლოა ალონსოს გაშვებას დათანხმდეს.

თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ კონკურენციის არ ეშინია და კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე აპირებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობას, ის "რეალიდან" წასვლას ამ ეტაპზე გამორიცხავს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. არ არის გამორიცხული იტალიურ და ესპანურ მხარეებს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, თუმცა ნათელია, რომ "როსონერი" ჩაბის "ჩალის ფასში" (როგორც დიეგო ლოპესის შემთხვევაში მოხდა) ვერ მიიღებს, აქედან გამომდინარე მომდევნო დღეები შესაძლოა ცხელ-ცხელი ინფორმაციებით იყოს სავსე. dle 10.1

  • Hala
  • 14 აგვისტო 2014
  • 2091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)