"რეალი" ხედირას ტრანსფერზე აყენებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი" გერმანელ ნახევარმცველს, სამი ხედირას ტრანსფერზე აყენებს და ნებისმიერი მსურველი წინადადებას განიხილავს...


ტონი კროოსის მოსვლის შემდეგ მისი თანამემამულის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. სუპერთასის დაპირისპირებაში ტონიმ ზუსტი პასების 95%-იანი მაჩვენებელი გამოაცხო, რამაც როგორც ფლორენტინო პერესი, ასევე კარლო ანჩელოტი აღაფრთოვანა.

ის, რომ ბაიერნიდან გადმოსული ნახევარმცველი სასტარტოსთვის იბრძოლებს ნათელია, იგი შესაძლოა სულ მალე კარლოს დასაყრდენიც გახდეს.

ხედირას შეძენით "არსენალის" ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა, ახლა კი "მეთოფეებს" კიდევ შეუძლიათ "ბლანკოსს" მიმართონ, რადგან სიტუაცია შეიცვალა და სამის შანსები ამჟამინდელ კლუბში კიდევ უფრო შემცირდა.

გუნდის ნახევარდაცვაში ძალიან დიდი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე ხედირას გაშვება ოპტიმალური ვარიანტია, რადგან ამით კონკურენცია შედარებით შემცირდება და კლუბი ფინანსურ სარგებელს მიიღებს, რომელმაც დაახლოებით 30 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს, ამას კი დაემატება ის თანხაც, რომელიც გერმანელმა ფეხბურთელმა მომდევნო წლებში ხელფასის სახით უნდა მიიღოს. dle 10.1

  • Hala
  • 13 აგვისტო 2014
  • 2270
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)