შთაბეჭდილებები კარდიფიდან

რეალმა ევროპის სუპერთასი მოიგო. გილოცავთ ‘მადრიდელებო’! გუნდმა ნორმალურად ითამაშა და დამსახურებულად დაამარცხა არც ისე ძლიერი სევილია.


თამაშამდე, ალბათ, ყველას გვაინტერესებდა როგორი იქნებოდა სახეცვლილი მადრიდი , ანხელ დი მარიას მომავალი, სად დადგებოდა ხამესი, როგორ გადაინაწილებდნენ მოდრიჩი და კროოსი ნახევარდაცვის ფუნქციებს, როგორ ფორმაში არიან იკერი და რონალდუ და რა ფოტოს დადებდა ალონსო ტვიტერზე.

შთაბეჭდილებები კარდიფიდან

ამდენ გაურკვევლობაში მხოლოდ ერთია ნათელი - დი მარია მიდის! ანჩელოტიმ მეორე ტაიმში ხამესისი ნაცვლად ისკო შემოუშვა მაშინ, როცა ყველა ლოგიკით ცენტრის გამაგრება იყო საჭირო, მწვრთნელმა არ გარისკა და ანხელი სათადარიგოზე დატოვა. ასე მხოლოდ მაშინ იქცევიან, როცა ფეხბურთელს ყიდიან და თავს იზღვევენ გაუთვალისწინებელი ტრამვისაგან. ერთი მხრივ, ეს კარგიცაა - დი მარიას საბაზრო ღირებულება ახლა პიკს აღწევს. ამდენ ფულს არგენტინელში აღარვინ გადაიხდის. თან მისი არასტაბილურობიდან გამომდინარე, არა მგონია, რომ ეს სეზონიც იმავე დონეზე ჩაატაროს როგორც წინა. ასე რომ 60 მილიონი ევრო კარგი ფასია.

ხამესი - კოლუმბიელმა თავი ბეილის მიმართულებით გამჭოლი პასითა და საკუთარ საჯარიმოში არადამაჯერებელი თამაშით დაგვამახსოვრა, რაც ბაკამ კინაღამ გოლად აქცია. მარცხენა ფლანგი ხშირად ვარდებოდა კოლუმბიელის პოზიციური ლაფსუსების გამო, რითაც კარგად სარგებლობდა მოწინააღმდეგე, მაგრამ ნუ გავაკეთებთ ნაადრევ დასკვნებს. ასე მძიმედ დაიწყო შარშან ბეილმაც და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, გუნდში ადაპტაცია და ფორმაში შესვლა შეძლო. შრომისუნარიანობა და ამბიცია კი ხამესს ნამდვილად არ აკლია.
შთაბეჭდილებები კარდიფიდან

კროოსი - გერმანელმა ცენტარლური ნახევარნმველის კვალობაზე, კარგი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მაგრამ... მოდი დავანებოთ მის 96%-იან პასების სიზუსტეს თავი, რაც თავისთავად კარგია, თუმცა არა მთავარი. ნახევარდაცვის ცენტრი ხშირად ვარდებოდა, რაც ხორვატისა და გერმანელის დუეტის ბრალია. მოედანზე არ იყო კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებდა. გასულ წელს მოდრიჩმა აშკარად მოუმატა დაცვაში თამაშს, მაგრამ მისგან მაკელელე არ დადგება. ტონიმ მშვენივრად გაართვა თავი გრძელ გადაცემებს, რაც ძალიან დამახასიათებელია ალონსოს სათამაშო სტილისთვის, მაგარამ არის კი იგი ჟღალწვერა ვეტერანის სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი?
შთაბეჭდილებები კარდიფიდან

დაივიწყეთ ხაბის ასაკი, იგი აქეთ ჩაანაცვლებს ვისაც გინდათ და როცა გინდათ. ძალიან ადრეა ბასკი მაესტროს ჩამოწერა!

რონალდუ - პორტუგალიელმა ორი გოლი გაიტანა.

დაცვა - სევილია ის გუნდი არაა ვისთან თამაშითაც შეიძლება რეალის დაცვის შეფასება.

კასილასი - გუშინდელი საღამოს ყველაზე სასიმაოვნო სურპრიზი. იკერის თვალში ნაპერწკალი შევნიშნე, რაც ასე აკლდა ატლეტიკოსთან ფინალისა და ჰოლანდიური ფლუგენგეგენხოლენის შემდეგ. კასომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლეგენდაა. ბაკას დარტყმული გაიხსენეთ: არავინ დაადანაშაულებდა მას იმ ბურთის გაშვებაში, მაგრამ კარგი მეკარე და ლეგენდა სწორედ მაგით განირჩევიან - ერთი იღებს ყველა ასაღებ ბურთს, ხოლო მეორე - ასაღებსაც და აუღებლებსაც.

ნავასი - კოსტა-რიკელის თამაში ჯერ არ გვინახავს, თუმცა მას აუცილებლად ექნება შანსი. წინ გრძელი და მომქანცველი სეზონი გველის და კასილასის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ძირითადი მეკარის ვინაობა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როგორც ხედავთ, კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები. სიტუაცია ბევრად უფრო ბუნდოვანია ვიდრე შარშანდელი სეზონის დასაწყისში იყო, როცა ბეილი მოვიდა გუნდში. მაგრამ წინა წელთან შედარებით, წელს საერთოდ არ ვგრძნობ დაძაბულობას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. ალბათ იკითხავთ - საიდან ასეთი რწმენა? პასუხი მარტივია: კარლო ანჩელოტი! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)