ანჩელოტი: „კროოსი და ხამესი ითამაშებენ“

ევროპის სუპერთასის წინ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- გუნდი სათანადოთ არის მომზადებული?
- შემადგენლობაში კარგი განწყობა სუფევს.5 აგვისტოს შემოერთებულ მოთამაშეებს, ვარჯიშისათვის ცოტა დრო ჰქონდათ, თუმცა კმაყოფილი ვარ მათი გარჯით.ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად მოვემზადეთ მომავალი პაექრობისთვის.

- როგორ გრძნობს თავს კრიშტიანუ? ხამესი და კროოსი ითამაშებენ?
- კრიშტიანუ ყოველგვარი გართულებების გარეშე ვარჯიშობდა.მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სეზონი ნაყოფიერად დაიწყოს.უკან არის მოტოვებული ტრავმიანობა.რაც შეეხებათ ხამესსა და კროოსს, ისინი მოედანზე გამოვლენ.

- რას გვეტყვით დი მარიაზე? წასვლას აპირებს?
- მსგავსი თემები არაფერ კავშირშია „სევილიასთან“ მატჩთან.ანხელმა თანაგუნდელებთან ერთად იმუშავა და მზად არის ფინალისათვის.როდესაც ფეხბურთელი „ვალდებებასზე“ მოდის, ყველაფერი გარეთ რჩება და მხოლოდ გუნდზეა კოცენტრირებული.დაველოდოთ 31 აგვისტოს.

- როგორ ფიქრობთ, სკამის შესანარჩუნებლად ლიგის მოგება გჭირდებათ?
- მოდით, სხვა საკითხები განვიხილოთ.სეზონის პირველი პრესკონფერენცია მიმდინარეობს და თქვენ წასვლის შესახებ მეკითხებით (იცინის).მართალია, რომ „რეალი“ ყოველთვის მოსაგებად თამაშობს და ჩვენც შემადგენლობას ვაუმჯობესებთ.ვეცდებით, განვლილი სეზონის შედეგები გავიმეოროთ.

- ამბობენ, რომ ხედირა და დი მარია „ბაიერნში“ მიადიან, მართალია?
- ამ მომენტისათვის, სემიცა და ანხელით „რეალის“ ფეხბურთელები არიან.

- მეკარეების როტაცია გაგრძელდება?
- ვერ გეტყვით, ან არ გეტყვით (იცინის).ანდალუსიელების წინააღმდეგ იკერი ითამაშებს, რამეთუ მან დაიმსახურა და კარგ ფორმაშიცაა.

- მომდევნო სეზონში უკეთეს ბეილს ელოდებით?
- ვფიქრობ, გარეთმა გაგვაოცა განვლილ სეზონში.ის კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.ვერ გეტყვით, სასტარტო დაიწყებს თუ არა ბურთის გორაობას

- ადამიანები ბეილის „ეფექტზე“ საუბრობენ.როგორ ფიქრობთ, ის იქნება „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის?
- ეჭვგარეშეა, რომ ბეილი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.მას შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონი ჰქონდა მადრიდში და დასასრულიც ფეერიული გამოდგა.რაც შეეხება „ოქროს ბურთს,“ უელსელთან ერთად, რამოსიც იმსახურებს მოგებას და რონალდუც.

- სად ითამაშებს ხამესი?
- კოლუმბიელს შეტევითი ხაზის ნებისმიერი პოზიციაზე ძალუძს ასპარეზობა.

- რას იტყვით ლოპესზე?
- მადლობას ვუხდი ყველაფრისათვის და წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში.დარწმუნებული ვარ, „მილანში“ ბედნიერად იგრძნობს თავს.

- განვლილ სეზონში ბალანსის ძიებაში იყავით და იპოვეთ.რა როლი ექნება ტონი კროოსს?
- ინდივიდუალური თვალსაზრისით, ძალიან გამოგვადგება გერმანელი.საჭიროა იმ ბალანსის შენარჩუნება, რაც შარშან მოვიპოვეთ.თუ ამას მოვახერხებთ, მორიგი დიდებული სეზონი გვექნება.

- კასილიასმა თქვა, რომ საუკეთესო ფორმაში არ ყოფილა.როგორ ფიქრობთ, კარგი თამაში სჭირდება მას და განსაკუთრებით ფინალში?
- იკერი დიდებული კიპერია და შესანიშნავი სეზონი გამოაცხო შარშან.შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია, რომ მის გამოსწორებაზე იზრუნო.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (37)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)