ილარას იმედი მიეცა

ასიერ ილარამენდის მომავალი 12 აგვისტოს გადაწყდება. ბასკი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ხაბი ალონსოს ნაცვლად სუპერ თასის ფინალში ასპარეზობის შანსს მიიღებს.


წინა სასეზონო მზადების დროს ასიერმა ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა. განსაკუთრებით დიდი დრო გაატარა მოედანზე, "რომას", "ინტერის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილარა საკმაოდ დამაჯერებელი იყო აღნიშნულ პაექრობებში.

მრავალი გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ ბასკი ფეხბურთელი ლისაბონის ფინალში ითამაშებდა, თუმცა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ნახევარდაცვის ცენტრს მოდრიჩი-ხედირას დუეტი დაიკავებდა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ კარლო ანჩელოტი ილარამენდის არ ენდობა.

თუმცა ილარას აზრით, იგი აუცილებლად ითამაშებს 12 აგვისტოს "სევილიას" წინააღმდეგ და ეს იქნება მისი შანსი. ბასკი ფეხბურთელი ვალდებულია თავისი შესაძლებლობებით დაუმტკიცოს კარლო ანჩელოტის, რომ იგი იმსახურებს სამეფო კლუბში დარჩენას და თამაშს.

Defensacentral.com dle 10.1

  • Junior
  • 11 აგვისტო 2014
  • 1947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)