იგუაინი:"ჩვენ დავამარცხეთ უშუალო კონკურენტი"

გონსალო იგუაინი ისევ გახდა მატჩის გმირი. მისი გოლები "სამეფო კლუბს" ეხმარება გამარჯვების მოპოვებაში. "პიპიტა" მხოლოდ 22 წლისაა და გუნდის ერთ–ერთი ლიდერია. მის გარეშე "რეალის" შეტევის ხაზი უკვე წარმოუდგენელია.


გონსალო იგუაინი ისევ გახდა "რეალის" მხსნელი.

ჩვენ სტუმრად ვთამაშობდით და მოვახერხეთ უშუალო კონკურენტის დამარცხება. მოხარული ვარ, რომ ვახერხებ გოლების გატანას, რაც ევალება კიდეც ფორვარდს. კიდევ უფრო ის მახარებს, რომ ამ გოლებს გუნდისთვის გამარჯვება მოაქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ.

დღეს თქვენ შეუდარებლად გამოიყურებოდით ბენზემასთან ერთად.

დიახ და ძალიან მიხარია, რომ ერთად თამაში გამოგვდის. თუ ფეხბურთელი კარგად თამაშობს, ეს მისი პარტნიორების დამსახურებაა. ქარიმი ძალიან ძლიერია. მან გუნდთან ერთად შესანიშნავად ითამაშა.

ეს მატჩი ქარიმისთვის ყევლაზე კარგი იყო ამ სეზონში?

ვიმეორებ, ეს მთლიანი გუნდის დამსახურებაა. ბენზემამ რა თქმა უნდა კარგად ითამაშა. დიახ, ადაპტირება ახალ კლუბთან და ქალაქთან მუდამ რთულია, მაგრამ ის მუდამ წესრიგში იყო. მან საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და დიდი დახმარება გაგვიწია.

"რეალს" შეუძლია უფრო კარგად თამაში?

დიახ, შეუძლია. ყოველ მატჩში უფრო ვაუმჯობესებთ თამაშს. "მესტალია" ძალიან რთული სტადიონია და ჩვენ დავამარცხეთ უშუალო კონკურენტი.

"ბარსელონამ" გაჭირვებით დაამარცხა "ესპანიოლი"...

ჩვენ უნდა გვაღელვებდეს რა ხდება "რეალში" და არა "ბარსელონა"...


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 14 დეკემბერი 2009
  • 3528
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)