არბელოა: "ჩვენთვის სუპერ თასისთვის ბრძოლა უმნიშვნელოვანესია"

ალვარო არბელოამ სუპერ თასის ფინალზე ისაუბრა.


სუპერ თასის მოგება იმოქმედებს თუ არა სეზონზე?

ტიტულების მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. სუპერ თასის აღმართვა დამაჯერებლობას შეგვმატებს სეზონის წინ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება იოლი საქმე არ იქნება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავიღებთ გულშემატკივრების გასახარებლად.

"სევილიაზე" რას ფიქრობთ?

მათ ჩაატარეს ძალიან კარგი სეზონი და ვფიქრობ, რომ გაგვიჭირდება მათ წინააღმდეგ თამაში. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატიდან ძალიან ბევრი მოთამაშე დაგვიბრუნდა და შესაძლოა ამან გავლენა იქონიოს მატჩზე."

თქვენი აზრით, როგორი მატჩი იქნება კარდიფში?

ეს იქნება ევროპული ტურნირების შემაჯამებელი შეხვედრა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ორივე გუნდი ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს და ვფიქრობ გულშემატკივარი გასაოცარ სანახაობას იხილავს.

რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის კიდევ ერთი ევროპული თასისთვის ბრძოლა?

რა თქმა უნდა, მნიშვნლოვანია, რადგან ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თასი. მადრიდის "რეალი" ყველაფერს გააკეთებს ამ ტიტულის მოსაპოვებლად.

როგორი იყო გასული სეზონი?

ძალიან კარგი წელი გვქონდა. ჩავატარეთ უმნიშვნლოვანესი და საინტერესო მატჩები, მოვიგეთ კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა. ვფიქრობ ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც გასული სეზონით ნასიამოვნები უნდა იყვნენ.

Décima-ზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ...

ამ თემაძე მართლაც რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამ შვება მომგვარა. ეს იყო გასაოცარი გრძნობა და არაფერს დავიშურებ ამ ემოციის კიდევ ერთხელ განცდისთვის.

თქვენ კარიერა მადრიდის "რეალში" დაიწყეთ. რამდენად ემოციური იყო ამ კლუბთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება?

ხშირად საუბრობენ, რომ ბლანკოსში თამაში პანიკის მომცველია. აქ ასპარეზობით ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. მანამდე მოგებული მქონდა ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ასე შემდეგ. თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებამ გამორჩეული ემოცია მომგვარა. თითქოს აქამდე რაღაც მაკლდა. სამეფო კლუბთან ერთად ასეთ ჩემპიონატში გამარჯვება გასაოცარია. ვიმედოვნებ მომავალშიც გავიმეორებთ ამ შდეგს.

როგორ ფიქრობთ, სამეფო კლუბი იმსახირებდა ფინალში ატლეტიკოს დამარცხებას და მეათეჯერ თასის აღმართვას?

არასდროს დამავიწყდება ის მატჩი. შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთებამდე ბრძოლა აუცილებელია. სწორედ ასე მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება.

რას იტყვით კარლო ანჩელოტიზე?

კარლო ძალიან გამოცდილია. მან ყოველთვის იცის როდის რა უნდა შეცვალოს და ვფიქრობ მან ეს გასულ სეზონში დაამტკიცა კიდეც. მას მწვრთნელის რანგში ყველაფერი აქვს მოგებული და ამით ყველაფერია ნათქვამი.

როგორ ფიქრობთ ბლანკოსი მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას მიმდინარე სეზონში?

ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია. ჩვენ უმაღლესი სტანდარტის გუნდი ვართ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და ჩვენ ვეცდებით ზედიზედ მეორედ მოვიგოთ ეს ჩემპიონატი.

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 10 აგვისტო 2014
  • 1377
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)